ჟურნალისტი და პიარტექნოლოგების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ევროპაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
ამავე პოსტში ლალი ალპებში გოტარდის გვირაბი გახსნაზე წერს და ამბობს რომ მომხდარ უბედურებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს იმ წარმოდგენასთან რაც გვირაბის გახსნას მოჰყვა.
„ეშმაკის დაბადება! ყველაფერი 2016 წლის 1ივლისს დაიწყო, როდესაც შვეიცარიაში მსოფლიო ლიდერებმა ალპებში გოტარდის გვირაბი გახსნეს, რომელიც 17 წელი შენდებოდა 11 მილიარდი ევრო დაჯდა და 9 ადამიანი შეეწირა...
თქვენ იკითხავთ და მერე რა? არც არაფერი, უბრალოდ იქ ალპებში, ეშმაკის ხიდზე (Teufelsbrucke) გათამაშდა სატანის განკაცების და დაბადების ვერსია!
უკლებლივ ყველა ლიდერი ტაშს უკრავდა ამ სრულიად ამორალურ, სარიტუალო წარმოდგენას და არავის არ უკითხავს რატომ დაიხარჯა 8 მილიონი ევრო შოუში, სადაც მთავარი გმირი არის ახალი მსოფლიო მმართველი - ლუციფერი, მამაკაცის უკანალით, ქალის მკერდით და ბავშვის თავით!
არ უკითხავთ, თუ თავად დაუკვეთეს ეს სცენარი? საკითხავი აი ეს არის! დღეს, დიახ დღეს, ყველა ამ ადგილას მეწყერი ჩამოწვა და ევროპის დიდი ნაწილი ინგრევა! იმედია ახლა მაინც შეიგნებთ, რასთან გვაქვს საქმე...
თქვენ კი წვრილმანდებით რაღაც სისულელეებზე!
P.S. ევროპა ჩემი მეორე სახლია და ყველაზე მეტად მე მტკივა წყლის ქვეშ წასული ნაცნობი ქუჩები, ასევე ვიზიარებ ასობით დაღუპული ადამიანის ოჯახების მწუხარებას...“, - წერს მოროშკინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი...“ - უახლესი კვლევა
„ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ“... - თამთა ჭელიძე
„თუ ისინი გაიმარჯვებენ, ამ ქვეყანაში ნორმალური ადამიანი ფიზიკურად ვეღარ გაჩერდება“