„სინოვაკით" გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
მისი თქმით, „სინოვაკმა" ზაფხულის სეზონზე თავისი ფუნქცია შეასრულა, თუმცა შემოდგომაზე აუცილებელია მესამე, ანუ ე.წ ბუსტერული დოზა "ფაიზერით".
„სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში, ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია.
დასკვნა: ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან დელტა არ იყო ძალიან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.
აუცილებელია, ფაიზერის მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ (ბაჰრეინის და სხვების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ)" - წერს ფხაკაძე.
⤵️აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი...“ - უახლესი კვლევა
„გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“ - ამირან გამყრელიძე
როდის ტირის, რა აღიზიანებს და რას გააკეთებდა, ღმერთი რომ იყოს - პეტრე კოლხის ბლიც - ინტერვიუ