ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღევანდელ დღეს ჯერ მამამისი და გია ახსენდება, შემდეგ კი ფერისცვალების დღესასწაული.
„იმ ორი კაცის, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი და რომლებსაც ვერასოდეს ვერავინ შემიცვლის. ამ დღეს სულ ამას ვამბობ ხოლმე: გავსკდები ლუდით, როგორც გიას უყვარდა, მოვწრუპავ კონიაკს, როგორც მე და მამაჩემი დედასგან ჩუმად ვწრუპავდით ხოლმე და ჩემი თავი მეგონება ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი, როგორც ეგონათ გიას და მამას. ჩემი ღმერთი კეთილია და მაპატიებს, რომ 19 აგვისტოს ჯერ გია და მამა მახსენდება და მერე ფერისცვალება. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს“, – წერს სარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი დუმილს არღვევს