ჟურნალისტი ელისო კილაძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ეხმაურება, რომლის სტუმარიც პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი იყო.
მისი თქმით, გადაცემა „ნოესთან“ ერთადერთია, რასაც „იმედზე“ უყურებს.
„რატომ ატყდა ასეთი ამბავი „ნოესთან“ გუკა რჩეულიშვილის სტუმრობაზე?
„ნოესთან“ ერთადერთი გადაცემაა, რომელსაც „იმედზე" ვუყურებ.
საინტერესო რესპონდენტები ჰყავს (არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიით შერჩეული) და საინტერესოდ ხსნის მათ ხასიათს.
გუკაც გულახდილი იყო, მოყვა მის ცხოვრებაზე, მოყვა გულახდილად, საინტერესოდ!
მიიღეთ ადამიანები, ისეთები როგორებიც არიან“, - წერს ელისო კილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵სასიხარულო ინფორმაცია „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლისთვის - როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში?