Digest Logo

„სწრაფად უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება, არავის არ ანერვიულებს, ვინ როდის გავა ტუალეტში და რას შეჭამს“ - ზურა ხაჩიძე

1637237305
ზურა ხაძიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შეასრულოს. მისი თქმით, ხალხს უამრავი პრობლემა აწუხებს და არავის აინტერესებს, ვინ რას ჭამს და როდის გადის ტუალეტში.

„ვარ რეგიონში და შესაბამისად ვნახე ბევრი ადამიანი და ჩვენი ამომრჩეველი…

ხალხს უამრავი პრობლემა აწუხებს, ბევრი ადამიანი კოვიდს ებრძვის, ბევრ ჩემი ახლობელს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და არამარტო ახლობელს (ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ) და ეს ტკივილი აქ, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, უფრო მეტად იგრძნობა.

ადამიანების მთავარი სათქმელია, დამთავრდეს ეს მარაზმი, რაც ხდება დღეს ტელევიზიებით. მათ უფრო სხვა რამეები აწუხებთ. პენსია, ქვეყნის ამუშავება, ეკონომიკა, პანდემია მძვინვარებს და კიდევ უამრავი პრობლემა.

სწრაფად უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება, არავის არ ანერვიულებს, ვინ როდის გავა ტუალეტში და რას შეჭამს.

საქართველოს მთავრობა, ეს არის ხალხის დაკვეთა, ჩემებო და მივხედოთ, ადამიანებს რასაც დავპირდით წინასაარჩევნოდ! პატივისცემით, ზ.ხაჩიძე“, - წერს ზურა ხაჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეს ყველაფერი რომ ხალხს ენახა, ქუჩაში ვერ გაივლიდნენ ნაციონალები“ - რას წერს ანა მიქაძე

🔵მეგის ქარდავამ გაუპატიურების მუქარით პატიმარს აიძულა თავისივე დაწერილი ჩვენება შეეჭამა

🔵„საღამომდე იტყვიან, რომ ეს ექიმები ბავშვებს ჭამენ... რა დაგიშავეთ? რა დღეში ჩაგვყარე, ღმერთო?“ - ინგა გრიგოლია

🔵„ტრაქტორისტმა და ფერმის მწველავმა ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა” - რამაზ გიგაური

🔵„მოდიოდა და ვაგონში შეამჩნია, რომ ვიღაც ორი ბიჭი უყურებდა... ერთ-ერთი ეცა, ხელი ჩაავლო და არ უშვებდა“ - რა მოხდა მეტროში