სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს ინფორმაციას ბავშვების შესახებ, რომლებიც დედასა და ბებიასთან ერთად ქუჩაში ცხოვრობენ და პირდაპირ მიწაზე სძინავთ.
„სამწუხაროდ, ახლა ვიპოვე მე, თუმცა ამ ბავშვებს, დედასთან და ბებიასთან ერთად, რამდენიმე თვეა, პირდაპირ მიწაზე სძინავთ . ოჯახს მართლა მილიონი საშინელება გადახდა და ბოლოს პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდნენ. რა დღეში არიან ბევრს აღარ მოვყვები, ფოტოზე ისედაც ხედავთ. მთელი დღე, ტაფასავით გახურებულ მიწაზე დაკრულ ამ პარკებში ჯდომა, ალბათ, ვერც წარმოგიდგენიათ. ქვეწარმავლებითაა აქაურობა სავსე და ზამთარში საერთოდ რა ეშველებათ არავინ იცის. არიან დიდი ხნის წინ ჩამოსულები უკრაინიდან, საბუთებს ვადა აქვს ყველაფერს გასული და სახელმწიფოც ვერ ეხმარება. ქუჩაში ცხოვრებისას არიან მრავალჯერ ძალადობის მსხვერპლები და ყველა ახლოს მისულის ეშინიათ. ახლოს მდებარე კორპუსებიდან მეზობლები აძლევენ საჭმელს და ნივთებს და ამით არსებობენ. სასწრაფოდ უნდა ვუქირავოთ რამდენ ხანსაც შევძლებთ სახლი, რომ ბავშვებმა წესიერი დაძინება შეძლონ. სჭირდებათ საჭმელი, ტანსაცმელი და ყველაფერი, რომ ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება და ბავშვები ნორმალურები გაიზარდონ.საზარელი საყურებელია მიწაზე მძინარე მშიერი ბავშვები. ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად გავუკეთო ყველაფერი, მანამდე ჩემთან იქნებიან. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
❓ასევე დაგაინტერესებთ:
„მთავარმა არხმა“ ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად შავი ეკრანი აჩვენა
VIDEO: „გაწიე მყრალი მიკროფონი"- აჭარის პოლიციის უფროსი TV პირველის ჟურნალისტს