მსახიობი ანა ქურთუბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პროფესიული საქმიანობის დროს მას და კიდევ 50-მდე მსახიობს კოვიდინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდათ შეხება, მათ შორის, ზოგიერთს ძალიან ახლოც. მიუხედავად ამისა, ვირუსი 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ ერთს, რომელიც აცრილი არ იყო.
„თეატრში, ჩვენთან, ერთ მსახიობს დაუფიქსირდა კოვიდი. ყველას გვქონდა კონტაქტი, ზოგიერთი სცენაზე კოცნიდა კიდეც ინფიცირებულს, რომელსაც, თურმე, უკვე სიცხე ჰქონდა და არ იცოდა... და, საბოლოოდ, რა მოხდა, 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ ერთს, რომელიც არ იყო აცრილი! ვცდილობ, ყველა საჭირო ინფორმაცია დავწერო პირადი გამოცდილებიდან, რომ ვაქცინა ნამდვილად გვიცავს!“, - წერს ანა ქურთუბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნახეთ, ვის შეუძლია ბინაზე ვაქცინის გაკეთება
⭕ ვისთვის შეიძლება გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო
⭕ რა შემთხვევაში მოგიწევთ მეორე დოზის დროს ვაქცინის ჩანაცვლება - კულუმბეგოვის განმარტება