Digest Logo

„კრიტიკულად აუცილებელია, მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, დასჯადი იქნება ავტომობილში სიგარეტის მოწევა“

1627304036
ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომელიც პასიურ მოწევასა და მის მავნე ზეგავლენას ეხება.

გთავაზობთ ამ თემაზე ცნობილი ექიმის მოსაზრებას:

„მეორე და მესამე ხელით მოწევა (Secondhand and Thirdhand Smoke)

პასიური მოწევა – SHS (Secondhand Smoke) – კატასტროფული სტატისტიკა

2017 წელს SHS-ით განპირობებულმა სიკვდილიანობამ მსოფლიოს მასშტაბით შეადგინა 1.2 მილიონი ადამიანი, ასევე სხვა ანალიზის მიხედვით, 2004 წელს დაფიქსირდა 28% სიკვდილიანობა და 61% ავადობა ბავშვებში, ქვემო სასუნთქი გზების ინფექციით და ასთმით, რომლებიც განპირობებული იყო პასიური მწეველობით.

როგორც იქნა, ჩვენს ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა დღე არ გადის, რომ საჭესთან ჰყოფნის განმავლობაში არ ვაფიქსირებდე მოძრავ ავტომობილებს, რომელშიც იმყოფებიან ბავშვები, საჭესთან მჯდომი ან გვერდზე მჯდომი მშობელი კი სიგარეტს ეწევა. ეს, რა თქმა უნდა, სისტემატურად ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი განწირულია, ის კარგავს არჩევანის უფლებას – იცხოვროს ჯანმრთელად, თუ იყოს დაავადებული და მოკვდეს ადრე.

კრიტიკულად აუცილებელია, მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება ავტომობილში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში, თუ შიგნით იმყოფება ბავშვი. (ეს მინიმალურია რაც უნდა გაკეთდეს)

არაფერს აღარ ვამბობ მესამე ხელით მოწევასთან (Thirdhand Smoke) დაკავშირებით, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის კანზეც დეპონირდება კვამლის ელემენტები, რომლებსაც შემდეგ სხვა ადამიანისთვის კარცინოგენური (კიბოს გამომწვევი) ეფექტი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთვის საზიანოა იმ მანქანაში ჩაჯდომა, სადაც ეწევიან, იმ ოთახში შესვლა, სადაც ეწევიან, იმ ნივთთან შეხება, რომელიც მწეველს ეკუთვნის და ასევე მწეველის კანთან შეხებაც კი.

2017 წლისთვის აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 20% მოიხმარს თამბაქოს, ეს რიცხვი 1965 წლისთვის 47%-ს შეადგენდა. ამ ციფრების შემცირება გამოიწვია 1964 წლიდან გაზეთებში სტატიების გამოქვეყნებამ, რომლის ავტორებიც ღვაწლმოსილი ექიმები და მეცნიერები იყვნენ.

აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 450 000 ადამიანი კვდება მწეველობით გამოწვეული დაავადებების (smoking-attributable illnesses) გამო. ამ დაავადებების ჩამონათვლის სათავეში არიან: ფილტვის კიბო, ფქოდი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინსულტი.

ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარების ეკონომიკური და ჯანმრთელობაზე ზრუნვის (Healthcare) ღირებულება 400 მილიარდ დოლარს აღემატება.

Smokeless tobacco (უკვამლო თამბაქო) მაგალითად, საღეჭი თამბაქოს მოხმარება გაზრდილია, რამაც გამოიწვია პირის ღრუს პათოლოგიების (პრე-კანცერული დაზიანებები, პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის კიბო) გაზრდა.

გარემოში თამბაქოს მოხმარებამ იმდენად გაზარდა ჯანმრთელობის რისკები (პასიური მწეველობა), რომ განვითარებულ ქვეყნებში ამოქმედდა რიგი რეგულაციები და აკრძალვები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1.1 მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს რეგულარულად, მათ შორის 65 მილიონი აშშ-ში. ეს მაჩვენებელი მატულობს განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო.

უახლესი 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით დადგენილია რომ მსოფლიოს მასშტაბით მომდევნო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 450 მილიონი ადამიანი მოკვდება მწეველობის გამო.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად მოწევის დაწყების ასაკი ძალზედ დაბალია (მწეველების უმრავლესობა ახალგაზრდობაში იწყებს მოწევას), მწეველთა რაოდენობა იზრდება ქალებში და მწეველთა უმრავლესობას (დაახლოებით 80%) დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი აქვს.

დადგენილია, რომ თუ მწეველი ადამიანების 50% თავს დაანებებს მოწევას, ამით შესაძლებელი იქნება 20-30 მილიონი ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება საუკუნის პირველ მეოთხედში და 150 მილიონის მეორე მეოთხედში.

ნორვეგიაში ჩატარებულმა კოჰორტულმა კვლევამ (Prospective Cohort Study) აჩვენა, რომ ყოველდღიური სიგარეტის მოხმარების შემცირებით (>25-დან 75%-მდე) შეუძლებელია გულსისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის და სხვა მწეველობით გამოწვეული სიმსივნეების შემცირება, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი თამბაქოს მოხმარების სრული ელიმინაცია.

მესამე ხელით მოწევა – Thirdhand Smoke

ბევრმა იცის და გაუგია პასიური მწეველობის (Secondhand Smoke) საფრთხეების შესახებ.

ეს ადამიანები და მშობლები ცდილობენ, ოჯახის წევრებს და შვილებს მოარიდონ პასიური მწეველობა – ფანჯარაში ეწევიან ან ეწევიან სახლში მხოლოდ მაშინ როცა ბავშვები არ იმყოფებიან იქ. მაგრამ ადამიანები იშვიათად ითვალისწინებენ იმას თუ რა ხდება მას შემდეგ რაც სიგარეტი ჩაქრა.

როცა კვამლი გაიფანტება, ის არ ქრება. მისი ნაერთები/ნაწილაკები რჩება კედლებზე, ავეჯზე და ტანსაცმელზე, ან ხდება ოთხის მტვრის ნაწილი. ამას ჰქვია “thirdhand smoke”.

კვლევით (published in the journal Pediatrics, მონაწილეობდა 1,500 ადამიანი) დადგინდა, რომ მწეველთა 84%-ს სჯერა პასიური მწეველობის საფრთხის შესახებ ბავშვებისათვის და 43%-ი ფიქრობს, რომ მესამე ხელით მოწევა საზიანოა. (ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან საერთოდ ტერმინების მნიშვნელობაც არ იციან) .

ნაერთები/ნაწილაკები ასევე შესაძლებელია შთანთქმულ და შეწოვილ იქნეს კანის საშუალებით. რაც უფრო მეტი მოწევა ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე, ტოქსინების მით უფრო მეტი მიკროშრე ფორმირდება, რომელსაც კანცეროგენური (კიბოს გამომწვევი) ეფექტი გააჩნია.

აქვე აღსანიშნავია, სხვა მრავალ დაავადებებთან ერთად თამბაქოს, მეორე ხელით მოწევასა და მესამე ხელით მოწევის სერიოზული ზეგავლენა ისეთი დაავადებების გამწვავებაში, როგორებიცაა ატიპური დერმატიტი და ფსორიაზი“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სახეს ნუ დამაკარგვინებთ, არ მინდა, რაც ვიცი საჯაროდ გამოვფინო“ - ინგა გრიგოლია

ხობში მოჭიდავეები დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონია

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან“ - რა მისწერა 13 წლის მოზარდმა ცნობილ პედიატრს