Digest Logo

„სწორედ მისი წყალობით, მიუხედავად გამორჩეულ სიღარიბეში გაზრდისა, მომეცა შესაძლებლობა მიმეღწია წარმატებისთვის“ - ანა სუბელიანი

1637673365
უფლენადამცველი

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი წერს თუ რა სარგებლობა მოუტანა პირადად მას რევოლუციამ და როგორ მისცა ქვეყანამ მიეღო განათლება, გამხდარიყო წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი.

„ვარდების რევოლუციის მადლიერი ვიყავი და ვიქნები მთელი ცხოვრება. სწორედ მისი წყალობით, მიუხედავად გამორჩეულ სიღარიბეში გაზრდისა, და მიუხედავად პრივილეგიების არარსებობისა, მომეცა შესაძლებლობა, მიმეღწია წარმატებისთვის, გავმხდარიყავი სტუდენტი იქ, სადაც მინდოდა და სრული დაფინანსებით; დავსაქმებულიყავი არასამთავრობო სექტორშიც და საჯარო სამსახურშიც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მხოლოდ ჩემი კომპეტენციისა და სიყოჩაღის იმედზე; გავმხდარიყავი წარმატებული ახალგაზრდა, რომელსაც მშობლების და ქმრის ჭკუაზე გავლა არ მოუწევდა, იმიტომ რომ მე ვიყავი ჩემი თავის ბატონ-პატრონი!

ვამაყობდი საკუთარი ქვეყნით - წარსულით კი არა, აწმყოთი და მომავალი შესაძლებლობებით. ზოგჯერ იმაზე მეტი ძალისხმევის გაღება მიწევს, რომ იმ მთავრობის მანკიერებებს კარგად გავუსწორო თვალი, ვიდრე ალბათ მათ, ვინც ჩემგან განსხვავებით პრივილეგიები დაკარგა. მაგრამ ამასაც ვახერხებ, არც ეგაა პრობლემა. მოვახერხე მაშინაც, როცა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და არ მომრიდებია ჩემი კრიტიკის ღიად გამოხატვა. ისტორიას ვერ გადავწერთ, ვერ გავაყალბებთ. დიდ სურათში, ოდნავ მოშორებით მდგომებს, აუცილებლად მოგვიწევს ყველაფრისთვის სწორი სახელის დარქმევა და სამართლიანად შეფასება. ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები მაინც გააკეთებენ ამას“, - წერს ანა სუბელიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვინ იყო წმინდა გიორგი და რატომ არის გამოსახული მასთან ერთად ხატზე გველეშაპი - წმინდა გიორგის ისტორია

🔵„მრცხვე­ნია რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ საჭ­მლის ფული არ მქონდა... ამ­ჟა­მად ამერიკაში გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ“ - კობა სუბელიანი

🔵გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - NCDC

🔵„არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა“ - 46 წლის ასაკში მამა თეოლოგი გარდაიცვალა