მსახიობი ბესო ზანგური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა - ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სუნი იგრძნობა.
„ირაკლი ღარიბაშვილი – ეს იყო ჩემს სიცოცხლეში პირველად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ, კერძოდ:
1.იკრძალება ონლაინ კაზინო;
2.ბარიერი აიწევა 25 წლამდე;
3. იკეტება და იკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტები და მკაცრად გაკონტროლდება ნარკომანია. არა როგორც დანაშაული და ციხით, ცემა, წამებით, არამედ მკურნალობით… დასაქმებით! აი, ეს არის ჩემი პრემიერი, აი, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის სურნელი“, – წერს ზანგური სოცქსელში.
ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - NCDC