Digest Logo

ტოვებს თუ არა რუსთაველის თეატრს რობერტ სტურუა? - რეჟისორი სკანდალში ეხვევა

1618402403
რობერტ სტურუა

12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.

 

ნინუცას ამ განცხადების საპასუხოდ, ყოფილმა ქმარმა, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.

მომხდარის შესახებ რუსთაველის თეატრის რეჟისორმა, რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც ვკითხულობთ:

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა
1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები,“- წერს სტურუა.

სტურუას ამ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი სტურუას მხარს უჭერს, თუმცა საზოგადოების ნაწილი სტურუას მიმართ კომენატრებში სიძულვილის ენის გამოყენებას არ ერიდება.

რამდენიმე კომენტარს თავად რეჟისორი გამოეხმაურა და თეატრიდან წასვლა დააანონსა:

,,დამშვიდდი კუდიანო ანუშკა, მე ისედაც მივდივარ და ვაცხადებ, ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი გადარეულმა ისტერიჩკებმა”, “ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოიწყვეთ ორგიები”, არ მაინტერესებს, მორჩა მივდივარ, გადავიხვეწები, მშვიდად სიკვდილი მინდა”.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი!.. შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა - თამარ მაყაშვილი

4-ჯერ შექმნილი ოჯახი, 5 შვილი, ეჭვიანი ცოლი და სასმელზე „შემჯდარი“ მსახიობი - ბესო ზანგურის პირადი