Digest Logo

4-ჯერ შექმნილი ოჯახი, 5 შვილი, ეჭვიანი ცოლი და სასმელზე „შემჯდარი“ მსახიობი - ბესო ზანგურის პირადი

1618320545
ზანგური ბესო

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყოველთვის ხალხის ყურადღების ცენტრშია. 37 წლის ასაკში ბესომ ოჯახი ოთხჯერ შექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, სამი ქორწინება წარუმატებლად დასრულდა. 

ბესო ზანგური მსახიობმა და ყოფილმა ცოლმა ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ყოფილი ქმარი სისტემატურად სცემდა. აღნიშნულის შემდეგ, მსახიობის პირადი ცხოვრების მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

დღეს, ამ ბლოგში, სწორედ ბესო ზანგურის პირადზე მოგიყვებით:

ბესო ზანგურს ოთხი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს და როგორც ერთ-ერთ ინტერვიშუ ამბობს, შვილები მისი ყველაზე დიდი განძია. ბესო უზომოდ მზრუნველი მამაა და მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, მათთვის სულ სცალია.

ქორწინებები

ბესომ პირ­ვე­ლად, თხუთ­მე­ტი წლის ასაკში, ანა ყა­ჭე­იშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და ორ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში და­შორ­და. მე­ო­რე ცოლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც ასე­ვე ორ წე­ლი­წად­ში და­შორ­და.

ნინუცა და დედამისი ყოფილ ქმარსა და სიძეს ინტერვიუებში არც ისე კარგად მოიხსენიებდნენ. წყვილს საერთო ბიჭი ჰყავთ.

გან­შო­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ზანგურმა ცო­ლად მსა­ხი­ობ გია ბურ­ჯა­ნა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, რუსა ბურ­ჯა­ნა­ძე მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ორ კვი­რა­ში და­შორ­და.

მე­ო­თხედ მან გვან­ცა წუ­ლე­ის­კირ­ზე იქორ­წი­ნა.

როგორც ბესო ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება მისი ამჟამინდელი მეუღლე ეჭვიანია.

„თვითონ ეჭვიანია და აქვს კიდეც ამის საბაბი. მსახიობი ვარ. არიან ისეთი თავხედები, რომ არც აინტერესებთ არაფერი. გეუბნებიან, მე შენი თაყვანისმცემელი ვარ და რასაც მინდა, იმას მოგწერო. ამას წინათ, იყო ერთი გოგო, ვისზეც სერიოზულად იეჭვიანა. ძალიან გადადიან ზღვარს, მაგრამ ასეთი თემები კარგად მაქვს მოგვარებული. ვიცი, რა სწყინს და რა – არა. თვითონაც მეუბნება, რა არ მოსწონს. ვიღაცეების გამო როგორ ავრევ ურთიერთობას. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა, დაყვირება არ მახსოვს“- აღნიშნა ბესომ.

- როგორია გოგოს მამობა?

– რაღაც რთული პერიოდი მქონდა, ბევრს ვსვამდი და ბევრს ვწერდი. წავედით ყაზბეგში, სადაც გვანცას შევპირდი, რომ აღარ დავლევდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ლამის გული გამიჩერდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე და მთელი გზა ცუდ ხასიათზე ვიყავი. რომ ჩამოვედით, იმ საღამოს გვანცა აბაზანიდან გამოვიდა და მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. აღარ ვაპირებდი მეტი შვილის ყოლას, მაგრამ რაღაცნაირად ამ დღეს დავუკავშირე და გაჩნდა ჩემი ცხოვრების საჩუქარი – მარიამი. მე მარიამობას ვარ დაბადებული და მარიამი დავარქვი. ყველამ იცის, რომ მზე და მთვარე ამომდის ბუსაზე, იმიტომ რომ, ყველაზე პატარაა ბიჭებში, მაგრამ გოგო სულ სხვა ყოფილა – სახლში რომ მივდივარ, ყოველთვის რაღაც მიმაქვს ბავშვებისთვის და მარიამი როგორ არის, იცი? უნდა, რომ აქეთ მცეს პატივი, ხან წყალს მომიტანს, ხან ტანსაცმელს. უნდა, რომ მანაც გამოხატოს მზრუნველობა ჩემ მიმართ. თუ ბუსას ვეტყვი – მაკოცე, მამა. მაკოცებს და გაიქცევა. მარიამი კი, რომ მაკოცებს, კიდევ ბევრჯერ მაკოცებს, ჩამეხუტება. გოგომ სულ სხვანაირად დამანახვა მამობა. ახლა კიდევ უფრო დავაფასე ჩემი ცოლი. მივხვდი, რომ ისიც გოგოა თავის მამისთვის. ყველას ვურჩევ, ვისაც არ ჰყავს ქალიშვილი, „იჩალიჩოს“ და გააჩინოს. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამიც მქონდა, ვინც გოგოს გამიჩენს, იმასთან ვიქნები სამუდამოდ-მეთქი.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი

ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და სკანდალებში გახვეული ლაშა ტალახაძის პირადი

სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები