Digest Logo

„წიხლზე მკიდიხარ ზუსტად ისე, როგორც შენ დამიკიდე და ბავშვთა სახლში დამაგდე!“ - წერილი ბიოლოგიურ დედას

1631525318
ანონიმური წერილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლევან ორბელაძე ფეისბუკ ჯგუფში „ვეძებ“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც თავად წერს, 1 წლის იყო, როდესაც ბავშვთა სახლიდან უცხო ოჯახში წაიყვანეს... 

„1970.23.11

მშვილებლებმა წამომიყვანეს სურამის ბავშვთა სახლიდან 1 წლის, კახექსიური, დატილიანებული, გასაცოდავებული.

ვიცი, რომ მაგრად ვგავარ მამას. ისიც ვიცი, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ამ ჯგუფშია და ისტერიკულად მეძებს, რადგან ახლა უკვე ისაა დატილიანებული.

არ გაბედო ჩემი ძებნა და ზოგადად ჩემზე ფიქრი! დღეს ვისაც და რასაც წარმოვადგენ, ეს მთლიანად ჩემი დედის და მამის დამსახურებაა, რომლებმაც ბავშვს დამამსგავსეს, გამზარდეს, აღმზარდეს, ბნელი 90-იანები გამომატარეს, როცა შიმშილით კვდებოდა ხალხი და თვითონ მშივრები წვებოდნენ და მე სტუდენტს მიზოგავდნენ თავიანთ ლუკმას!

დღეს თუ იმ ბავშვთა სახლში არ დამტოვეს და ნარკომანი და კრიმინალი არ ვარ, ეგ სულ ჩემი დედის და მამის დამსახურებაა! ვენაცვალე მაგათ!

ბიოლოგია არა, ის კიდე! ათასი წელი არ მაინტერესებს და ნუ დაბღავი აქ ძალიან გულმოკლული დედასავით, თითქოს ვინმემ ჩემი თავი წაგართვა!

ხელს გიშლიდა შვილი გათხოვებაში! პატივი ეცი დანარჩენ შვილებს ბოლომდე, როგორც მიყვებოდი ზედ, მაშინ, როცა არც კი გაინტერესებდა როგორ ვიყავი!

თორემ გყავდა ნაზიკო, რომლისთვისაც ერთხელაც არ გიკითხავს, რა უჭირდა და ულხინდა შენს შვილს!

არ მაინტერესებ, წიხლზე მკიდიხარ ზუსტად ისე, როგორც შენ დამიკიდე და ბავშვთა სახლში დამაგდე!

ვინც გამზარდა და რა ჰარმონიული ოჯახიც მაქვს, დამანებე, ნუღარ ყოფ ცხვირს ჩემს ცხოვრებაში! ახლა მოგინდა შემდგარი და საქმე აწყობილი შვილი?

ეგრე სად არის? მე მიყვარს ჩემი დედა და მამა! წერტილი“,- წერს ლევან ორბელაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„გამარჯობა დედაჩემო... გიკრძალავენ ჩემთან შეხვედრას? საერთოდ ჩემი თუ გესმის ან მხედავ?...“ - ჟურნალისტის ემოციური წერილი გარდაცვლილ დედას

🔵„დავუნახივართ მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები და წასულა იმქვეყნად“... - კაჭახიძის წერილი გარდაცვლილ დედას (უცნობი ამბავი)

🔵გოგო, რომელმაც დედის ცხედარი დაანაწევრა, ბიოლოგიურ დედას ეძებს - წერილი საპყრობილიდან

🔵დედის ემოციური წერილი თავშესაფრიდან, რომლითაც შვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე და კიდევ ერთხელ გინატროთ" – გელა დაიაურის ემოციური წერილი

🔵...ჯოჯოხეთი გამოვიარე - ემოციური წერილი ემიგრანტ დედას