ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
„ტვ პირველის“ ახალგაზრდა ჟურნალისტმა, თეკლა ტაბატაძემ ინტერვიუ იმ კაცთან ჩაწერა, რომელსაც ცოლ-შვილი ტრაგიკულად გარდაეცვალა. აღნიშნულ ფაქტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
ახლა კი თეკლა ტაბატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემ თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას. ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ).
ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ჭირისუფალს, თუ ჩემი კითხვით ოდნავ მაინც გავუმძაფრე დიდი ტკივილი.
ვუხდი ბოდიშს მაყურებელს და „ტვ პირველის“ გუნდს. მათ ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა“, - წერს ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის ბიჭი, რომელიც გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა