გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიშო ვანიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
„გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ, ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა.
დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი - მიშო ვანიშვილი დაიღუპა.
ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამუდმებით ზრუნავდა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაზე. ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე და ცდილობდა გვერდში დასდგომოდა ყველას, რითაც ხელეწიფებოდა.
მისი გარდაცვალებით, ჩვენ გულკეთილი ადამიანი, კარგი მეგობარი და მაღალი დონის პროფესიონალი დავკარგეთ. ვუსამძიმრებთ მიშო ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს, ამ ძალიან მძიმე და აუნაზღაურებელ დანაკლისს..დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი ჩვენს მიშოს", - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს