ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის" ახალგაზრდა ჟურნალისტის შესახებ წერს, რომელმაც დღეს, იმ კაცთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელსაც ცოლ-შვილი ტრაგიკულად გარდაეცვალა. აღნიშნულ ფაქტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
„ქვეყანაში უდიდესი ტრაგედია ტრიალებს. ჯიბეში ჩაკუჭული დოლარებით მოგვარებული ნგრევის ნებართვების და უნებართვო დემონტაჟის გამო, ჩამონგრეული კორპუსის კადრს ვუყურებთ.
პასუხისმგებელი პირი თურმე მარტო ფართს მფლობელი ყოფილა, რომელიც დააკავეს და მასთან ერთად არა ზედამხედველების სამსახური, რომელსაც ხალხი ფულს სწორედ ამ უკანონობის გასაკონტროლებლად უხდის.
ახლა ხომ სხვა რამეზე უნდა გადაიტანონ ყურადღება, ახლა ხომ კითხვა არ უნდა დაისვას, პარლამენტის წევრის ძმისშვილმა რომელსაც ამის კონტროლი ევალებოდა ბათუმში, შემთხვევით ვინმეს ზარის გამო ხომ არ დახუჭა თვალი?
შემთხვევით ვინმემ ხომ არ მოაგვარა, რომ ბინის შიდა ტიხრების ნგრევა არ შეემჩნიათ და გაემწვავებინათ?
ამ დროს მთავარი თემა ფბ-ზე თურმე ჟურნალისტის სიქნრონი ყოფილა.
განვმარტავ: ჟურნალისტმა თეკლა ტაბატაძემ, დილით ადრე, დაუსვა კითხვა, ნანგრევებიდან ამოყვანილი და გადარჩენილი ქალის, ინგა მეკეიძის მეუღლეს, რომელიც სამაშველო ოპერაციას ეზოდან აკვირდებოდა და მეუღლის გადარჩენის შემდეგ ნანგრევებიდან შვილების ამოყვანას ელოდა.
ინტერვიუ ჩაწერილია დილით, როგორც გადარჩენილი ქალის მეუღელსთან, ამ ინტერვიუს ჩაწერიდან ერთ საათის შემდეგ გაავრცელა კლინიკამ ინფორმაცია, რომ ინგას გადარჩენა ვერ შეძლეს.
იგივე ადამიანის ინტერვიუს ქალის ნანგრევებიდან ამოუყვანის შემდეგ, ყველა არხის პირდაპირ ეთერში გადავცემდით", - წერს ნოდარ მელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა