Digest Logo

„ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს... მინდა ბოდიში მოვუხადო” – ელენე ხოშტარიას მშობლებს კინორეჟისორი მიმართავს

1636621908
ხოშტარიები

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე პარლამენტარი ელენე ხოშტარიას მშობლებს მიმართავს და მადლობას უხდის მათი ქალიშვილის ქმედებებისთვის. მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია თითოეულ ადამიანს იცავს და საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვის.

„ბატონო გოგი და ირა, ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქალიშვილის, ელენე ხოშტარიას გამო. ვფიქრობ, ის ახლა თავისი ქმედებით ყოველ ჩვენგანს იცავს, ჩვენს ხვალინდელ დღეს აშენებს, ჩვენს ადამიანად ყოფნას მიაგებს პატივს, უფსკრულის პირას მოთამაშეებს გვიჭერს, რომ არ გადავიჩეხოთ.

ადამიანს, ოჯახს, ქვეყანას, სახელმწიფოს მხოლოდ ზნეობრივი გმირი ზრდის და ძერწავს. ელენემ შეძლო საკუთარ თავში ასეთი გმირი ეშვა. ახლა უკვე სხვებსაც გაუკვალა გზა, ჟანგბადი შემოუშვა, სირცხვილი ჩამოგვბანა…

მინდა მდაბლად დავუკრა თავი მის ოჯახს და შვილებს და ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ელენემ მათთან ერთად ყოფნის იშვიათ და ძვირფას წუთებს, ჩვენი ღირსებისთვის ბრძოლა ანაცვალა.

გმადლობთ ამისთვის… “, - წერს ნანა ჯანელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵45-წლიანი უსახლკარობის შემდეგ მამაკაცმა ოჯახი იპოვა (ფოტოები)

🔵„ახლა რასაც მე შენ გეტყვი, ჩემი ემოციიდან არ გამომდინარეობს" - ირინა სარიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

🔵გელა ჩარკვიანს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ

🔵„57 წლის შვილი და 82 წლის დედა რუხის კლინიკაში ორი თვის წინ გადაიყვანეს... ამ ისტორიებს მებრძოლი ექიმები და პაციენტები თავად ქმნიან“ - ვირუსზე გამარჯვებულები

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი