Digest Logo

„წლებია რეპორტიორი ვარ და ამ დროის განმავლობაში ბევრი კრიმინალური ისტორია გამიშუქებია, ნიკოს ამბავი არის ჩემთვის ისტორია რომელიც ვერ გავიაზრე“ - ჟურნალისტის ემოციური სტატუსი

1635579472
ნიკო კვარაცხელია და მარიამ გაფრინდაშვილი

15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ნიკოს შესახებ წერს. 

„წლებია რეპორტიორი ვარ და ამ დროის განმავლობაში ბევრი კრიმინალური ისტორია, მკვლელობა და უბედურება გამიშუქებია - მაყურებლის წინაშე, ემოციების გამოხატვა, ჩემს პროფესიაში არც სწორი და არც გამართლებული არ არის - თუმცა ცხადია ეს ყველაფერი უკვალოდ არ ქრება ამიტომ ყველა ისტორია მართლა დღემდე დეტალურად მახსოვს.

როცა კამერა ითიშება, ან სახლში შემთხვევის ადგილიდან ვბრუნდები ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი? ზოგჯერ სადღაც რაღაც გამართლებას პოულობ, ან ვერ..ან ... მოკლედ ნიკოს ამბავი არის ჩემთვის ისტორია, რომელიც მართლა ვერ გავიაზრე.. ამბავი, რომელსაც ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე და ტრაგედია, რომელიც უბრალოდ უსამართლობის უმაღლეს კატეგორიაშია...“- წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა, სავარაუდოდ, მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა. მომხდარზე დაკავებულია 2 ადამიანი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵VIDEO: მამა სერაფიმემ არამეული გალობა ნიკო კვარაცხელიას მიუძღვნა: „ისეთია, ცა რომ იხსნება!..“

🔵„პირველყოფილო შემარცხვენელო ეკრანის ძუკნებო მეცოდებით“ - პაიჭაძის სკანდალური სტატუსი

🔵თავისი „გაისწორა“ ქუთაისშიც იყო, ბათუმშიც, სენაკშიც და მშვიდად ხინკალთან ერთად დახვდა სამართალდამცველებს“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔵„როგორ სუნთქავთ სირცხვილით იმ ჰაერს, რასაც სულხან მოლაშვილის მამა სუნთქავს? რატომ არ გიჟდებით შვილმკვდარი დედების გოდება რომ გესმით, სული რატომ არ გეწვით?“