6 თვეა, რაც საქართველოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. პანდემიამ, რომელმაც ადამიანებს ცხოვრების სტილი შეგვიცვალა და ჩვენთვის უჩვეულო ცხოვრებით გვაცხოვრებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თუმცა ამ პანდემიამ უამრავი კეთილი ადამიანიც გაგვაცნო. მათ შორის არიან ცოლ-ქმარი თემო ჯიმშერული და ლელა გაფრინდაშვილი, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ იმ ადამიანებს გადაადგილებაში, რომლებიც აცრაზე უტრანსპორტობის გამო ვერ მიდიან და ასევე ინფიცირებულებს მიუტანონ საკვები, თუ სხვა საჭირო ნივთები.
„გამარჯობა, მე და ჩემი მეუღლე ტრანსპორტით უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსასყიდლოდ ვისაც პაციენტი კოვიდ დადებითი ჰყავს და ვერ მიდის საავადმყოფოში, ან თუნდაც სახლში ჩვენ მიგვაქვს საკვები მათთვის, ვინც რას გაგვატანს.
ასევე, ისინი ვინც დარეგისტრირებული ხართ აცრაზე და უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებთ მისვლას, ჩვენ მოვალთ თქვენთან და უზრუნველვყოფთ თქვენს ტრანსპორტირებას.
თუ გყავთ მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, მეზობლები, მსგავსი პრობლემის ქვეშ მყოფნი, გთხოვთ მიაწვდინოთ ჩვენი ხმა.
მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდით 558254333 / 593510567.“