Digest Logo

„ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა... ნეტა მასაც მოეკლა თავიო, დავიღუპე, როგორ ვიცხოვრო, მომეხმარეთო“- რას წერენ ორსული მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედაზე?

1640256022
ქეთი კეპულაძე და გოგა გზირიშვილი.

22 დეკემბერს ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ქეთი კეპულაძეა, ბრალდებული კი გოგა გზირიშვილი.

ამ ტრაგედიას ემიგრანტების არხის დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ემიგრანტია, რომელიც რძლის მკვლელობის შემდეგ შვილის სიკვდილს ნატრობს.

„ნეტა მასაც მოეკლა თავიო, დავიღუპე, როგორ ვიცხოვრო, მომეხმარეთო, რა ქნას, რომელ დედას, მით უმეტეს ემიგრანტ დედას უნდა ასეთი რამ გადახდეს, არავის ვუსურვებ მასეთ მომავალს, არ ვიცი რა ვუთხრა, არ მაქ სიტყვები, ვტირი მასთან ერთად, ვაიმე ია როგორ მეცოდები რა გითხრა სულ აქებდა თავის რძალს ძალიან კარგი გოგოაო უყვართ ერთმანეთიო და გიხაროდა, რით გაგამხნეო არ ვიცი ვტირი და ვიზიარებ ღმერთო რა მოხდა არ ვიციი

ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა... ძალიან უყვარდა გოგას ქეთა, საოცარი სიყვარულის მომსწრე ვიყავი, ეს რა მოხდა, გოგას დედა დღეს მიფრინავს იტალიიდან, ემიგრანტ დედას დაენგრა ოჯახი თავზე, ქეთა“, - წერს შოთო სიხარულიძე.

თავისივე პოსტის კომენტარებში შოთო, მომხდარ ტრაგედიაში ბრალდებული ახალგაზრდა ბიჭის ახლობლის კომენტარს აქვეყნებს. გოგა გზირიშვილის ახლობელი, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მომხდარი ტაგედიის საჯაროდ და ინტერპრეტაციით განხილვისაგან.

„არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. დააზუსტეთ ფაქტი და მერე დაწერეთ. ამ ოჯახს ახლა არ სცალია თორემ ყველას პასუხს მოგთხოვთ. თავის დროზე ამ ცრუ ინფორმაციებით. ბიჭს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. გაბრუებულია მთელი საქართველო რა შემოაქვთ რას ეწევიან რას სვამენ კაცმა არ იცის. ცუდი ამბავი შეემთხვა. რამდენიმე თვე იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეშ. ჰქონდა ჰალუცინაციები. ელანდებოდა რომ კლავდნენ. გარბოდა სახლიდან. ეს გოგოც წასული იყო. რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ბიჭს. მაგრამ დაბრუნდა. ნეტავ ექიმებს თავის დროზე ემოქმედათ სათანადოდ. დაეწვინათ. ემკურნალათ . ღმერთო ეს რა უბედურება“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი სამყაროა ეს ბიჭი... ჩემი ბედნიერება ხარ“ - რას წერდა ვარკეთილში მოკლული გოგო ქმარზე?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი