ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოგზაურებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. წერს, რომ პირველი ოქტომბრიდან „მწვანე საშვის" გარეშე ვერსად ვერ შეხვალთ.
„ინფორმაციისთვის, მთელი ევროპა გადადის ახალ რეალობაში. არავაქცინირებულებს ეზღუდებათ წვდომა სხვადასხვა სერვისებზე. 1 ოქტომბრიდან „მწვანე საშვის”/„კოვიდსაშვის” გარეშე ვერსად ვერ შეხვალთ, ვერსად ვერ წახვალთ.
უფასო ტესტირება ასევე მთავრდება 1 ოქტომბრიდან, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და 72 საათიანი ტესტი აღარ იქნება საკმარისი. თუ აპირებთ წასვლას ევროპაში, აიცერით „ფაიზერით". ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნახეთ, სად და როგორ ისვენებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები (ფოტო)
🔵VIDEO: ნახეთ, როგორი სახლი აქვს მომღერალ თამუნა ამონაშვილს
🔵„ამ თოხიანმა ბიჭმა ბავშვს თავი მოაკვლევინა, მთელი ოჯახი გაანადგურა…” - ვისზე წერს ვიკა ბუკია