13 ივლისი ქართული მედიისთვის ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო. „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს.
გარდაცვლილ ოპერატორზე შსს-მ შუალედური დასკვნა უკვე გაავრცელა.
თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეს ეხმაურება.
„იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება. მთავარი კითხვები, რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია: რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით, როგორც დადგა სიკვდილი.
ეს არის მთავარი კითხვა რაზედაც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი სჭირდებოდა, 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი – დადგებოდა თუ არა სიკვდილი, რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცვლილის დისკრედიტაციას ემსახურება”, – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რატომ არ ჩანდა თიკა ფაცაცია? - ნახეთ, რა შეემთხვა ტელეწამყვანს