Digest Logo

„უკანასკნელი 20 წელია, რაც ჩვენ დავმეგობრდით და მე ამით ძალიან ვამაყობ"- როგორ მიულოცა სააკაშვილმა ბუბა კიკაბიძეს იუბილე

1626704186
ბუბა და მიშა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომღერალ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს. ამბობს, რომ ისინი წლებია მეგობრობენ, რითაც ის ძალიან ამაყობს. 

„დღეს ჩემი ახლო მეგობრის და თანამებრძოლის, ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა. ძალიან ბევრი წელია მე ის ძალიან მიყვარს, თუმცა უკანასკნელი 20 წელია, რაც ჩვენ დავმეგობრდით და მე ამით ძალიან ვამაყობ. ის ერთ-ერთია იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვისაც კი შევხვედრივარ ცხოვრებაში, ვისთვისაც არაფერია ღირსებაზე და სამშობლოზე უფრო მნიშვნელოვანი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.ცნობისთვის, ქართველი კინომსახიობი, სიმღერების ავტორი, საქართველოს სახალხო არტისტი - ბუბა კიკაბიძე 83 წლის გახდა.

❗ამავე თემაზე:

ბუბა კიკაბიძე იუბილარია - მან დაბადების დღე საკუთარ თავს რუსული ტექსტით მიულოცა

როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - დაათვალიერეთ ფოტოები

კენედის ბრალია ცოლი რომ მოვიყვანე - ბუბა კიკაბიძე