„რადიო ჩვენებურების” წამყვანი ბეგლარ ლოგუა სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს იხსენებს და საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეებში საპირფარეშოს არც კედლები, არც კარები და არც უნიტაზები არ ჰქონდა.
„ქალბატონო ნინო, მიშას ციხეში, სადაც შიმშილობის გამო მე ჩამსვეს, უნიტაზი საერთოდ არ იყო…
არც კედლები და კარი ჰქონდა საპირფარეშოს…
მხოლოდ იქვე, კამერის კუთხეში – ხვრელი იატაკში.
ჩარეცხვა ცენტრალიზებული იყო და 5-6 საათში ერთხელ უშვებდნენ წყალს…
დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია…
„სამაგიეროდ, მსოფლიო რუკაზე გამოგვაჩინაო“, – წერს ბეგლარ ლოგუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„საკუთარ მოსწავლესთან ფარული სასიყვარულო რომანით დაკავებულხართ?“ - ხვიჩა მაღლაკელიძის აღიარება