Digest Logo

„ვეცდები, მარტივად ავხსნა დასაწყისი" - რას წერს თამრიკო ქვარცხავა გიორგი კანდელაკის განცხადებაზე

1630313768
თამრიკო კვარცხავა

„დავიწყოთ! გ. კანდელაკის ტექსტიდან რომელი მონაცემი გვაქვს და რომელი არა?",-  სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, თამრიკო ქვარცხავა  გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმაურება. 

„ვამატებ სათაურს: არ გაქვს მონაცემი, არ გაქვს რისკი! ახლა რატომ? გასაგები რომ იყოს აცრის შედეგად განვითარებული რისკის შეფასების პროცესი, ვეცდები მარტივად ავხსნა დასაწყისი. შესაძლო (თეორიული!) რისკის შეფასების დასაწყებად საჭიროა რეპორტი, რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ 4 მინიმუმ მონაცემს/კრიტერიუმს (!):


1. რეალურ პაციენტს
2. ვაქცინას
3. გვერდითი მოვლენას, რომელიც უკვე განვითარდა წარსულში ამ ვაქცინით აცრის შემდეგ
4. რეალურ რეპორტიორს, რომელიც შეიძლება იყოს მკურნალი ექიმი, თვითონ პაციენტი, პერსონალი აცრის

ცენტრიდან, ინვესტიგეიტორი. დავიწყოთ! გ. კანდელაკის ტექსტიდან რომელი მონაცემი გვაქვს და რომელი არა? (თუ გამომრჩა, შემახსენეთ):

1. პაციენტი? - არა 2. ვაქცინა? - კი 3. გვერდითი მოვლენა? - არა (არ განვითარებულა აცრის შემდეგ) 4. რეპორტიორი? - არა. იცით კიდევ საიდან ვიცი მაინცდამაინც საქართველოში რომ არ ვეძებო? აღმოჩენები ქვეყნდება და პერიოდულად ანალიზის განხილვასაც ვესწრებით. ასე აღმოვაჩინეთ ანაფილაქსია, როგორც რისკი მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ. ასე რომ სისტემას შეგიძლიათ ენდოთ. მოკლედ მინიმუმ 4 კრიტერიუმიდან 3 გვაკლია. სანამ პირველ რეპორტს არ მიიღებს ერთი რომელიმე გლობალური მონაცემთა ბაზა The case is dismissed. „ქეისი" დახურულია. ვაზუსტებ: დასავლეთში რეპორტირება და მთელი პროცესი მკაცრად რეგულირებულია. მაგ. ამერიკაში ექიმიც და მწარმოებელიც ვალდებულია რეპორტი FDA-ს გაუგზავნოს მკაცრად გაწერილ ვადებში სპეციალური ფირმის შევსებით. „ფაიზერის" ვაქცინაზე მონაცემი გროვდება და ანალიზი მიდის რამდენიმე ბაზაში ერთდროულად (FDA, EMA, MHRA (UK) და ა.შ.). ასეულობით მილიონი უკვე აიცრა და კოლოსალური მოცულობის მონაცემები დაგროვდება 9 თვეში. ის, რასაც კოლეგები აქამდე განიხილავდნენ იყო მხოლოდ შესაძლო მექანიზმები და თეორიული შანსები. მორჩა კინო!


P.S. ვაქცინოლოგიის ისტორიაში რისკის აღმოჩენა 6 თვეს არ გასცდენია. ერთი იყო გამონაკლისი ღორის გრიპზე 9-11 თვის შემდეგ. აქ საუბარია მონაცემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სამეცნიერო კვლევაზე და არა თეორიებზე", - წერს თამრიკო ქვარცხავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა“ - გიორგი კანდელაკის საგანგაშო პროგნოზი

🔵„ხვალ „ზმეიკიან" ცელოფანში უნდა დავმარხო, ელვარე და მწვანეთვალებიანი გოგო… Სიკვდილო, ვინ წამართვი... ?”

🔵„სოსო ჩემი სიძეა, რომელმაც 3 კვირაში, ოჯახის 3 წევრისთვის, 3 სამარე გაჭრა" - ერთი ოჯახის უმძიმესი ტრაგედია