სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ვარდება სახურავიდან მასალები. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანდა მანქანები და რამდენიმე ადამიანიც დაშავდა.
„უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ სპორტის სასახლეს რომ აშენებენ, სახურავიდან მასალები გადმოვარდა და ავტომობილებს დაეცა. არიან დაშავებულებიც, ბოლომდე უყურეთ.
ამ ქალაქში სიარული უსაფრთხოა? დააჯარიმეთ და შეუჩერეთ მუშაობის უფლება ამ კომპანიას!
და პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამ ყველაფერზე?“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
საქართველო რეზო ამაშუკელს დაემშვიდობა - 85 წლის პოეტი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე