Digest Logo

„ათას @ლეობებს პოსტავენ… ჩემს ფეხებს ეწვევით, ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია” – რას წერს დათო ლიკლიკაძე

1642055501
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ტურიზმის სფეროზე საჯაროდ წერს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა „ფეისბუკ“ მომხმარებლები საზღვარგარეთ დადიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ტურისტებს კორონავირუსის გამო არ იღებენ.

„ტურისტული კომპანიები რომ ათას @ლეობებს პოსტავენ და მერე ბუსტავენ, ყოველთვის მინდა მივუკომენტარო რაიმე, მაგრამ თავს ვიკავებ. თავადაც გიდი ვარ და თითქოსდა ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვალოს -მეთქი და გავატარებ ხოლმე. ასე მაგალითად ერთს უწერია სტამბოლში ვეწვევით ბაზილიკა ცისტერნას, მინდა მივუწერო-„ჩემს ფეხებს ეწვევით, რადგან ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია ვიზიტორებისთვის“. ნუ არ ვწერ ხოლმე, არ მინდა ვინმეს ჩასაფრებული ვეგონო, ღმერთმა ჩემი ტურისტები მომახმაროს მშვიდობაში, არ ვუჩივი ნაკლებობას ნამდვილად.

ახლა ერთი აქვეყნებს „მოვინახულოთ თებერვლის იტალია, დაუვიწყარი რომი და ვატიკანი“!

ვერ მოვითმინე და მივწერე:

- რანაირად? ტურისტებისთვის ხო არ გაუხსნია იტალიას ქვეყანა? გვიშვებს?

- არა არ გვიშვებს, მაგრამ პოლონეთში ჩავფრინდებით და იქიდან გადავიპარებით მატარებლით.

ცოდვა არ მინდა, მიპასუხეს მყისიერად”, - წერს დათო ლიკლიკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება“ - ალექსანდრე გოგინავა

ნახეთ, სად და როდის დაკრძალავენ რეზო ამაშუკელს

„ყველა ზომა – კარანტინი, შეზღუდვები აზრს კარგავს... რასაც ასეთ ვითარებაში აზრი აქვს...“ - ირინა სარიშვილი რთულ ეპიდვითარებაზე

„სააფთიაქო ქსელის ფაშიზმს თუ არაფერი ეშველა, ისედაც ვწყდებით და მთლად დედა მოგვეხნება“ - ანა მიქაძე

„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი