მამა ნიკოლოზის ერთ-ერთი მრევლი სოციალურ ქსელში სასწაულის შესახებ საჯაროდ წერს. როგორც თავად ამბობს, რეანიმაციაში მყოფი დედის გამოჯანმრთელება მხოლოდ ბერმა ნიკოლოზ მაქარაშვილმა შეძლო... საოცარ ისტორიას „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„დედას ისრაელში დაემართა კოვიდი, ძალიან მძიმედ იყო. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, მალევე გადაიყვანეს რეანიმაციაში, კომური მდგომარეობით, ორივე ფილტვი დაკეტილი ჰქონდა და 3 აპარატზე იყო შეერთებული მთელი 2 კვირა.
1%-ს გვეუბნებოდნენ გადარჩენის შანსს. მე ყველგან მოვილოცე სადაც კი შეიძლებოდა და მამა ნიკოლოზთან მოვედი ასევე, კარი დახურული დაგვხვდა ვინაიდან არ ვიცოდი მამაოსთან მისვლის დღეები.
სანთლები ავანთეთ და კართან გულმხურვალედ დაჩოქილმა შევთხოვე დედას გამოჯანმრთელება.
შემდეგ პატარა ფურცელზე დავწერე ეს სათხოვარი და კარებში დავტოვე, ისე რომ მამაო რომ გააღებდა უთუოდ ნახავდა და წაიკითხავდა.
დაახლოებით 1 კვირის შემდეგ დედასთან გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები, ფაქტობრივად იმ ქვეყნიდან დაბრუნდა, რასაც თავადაც ჰყვება, რომ სამოთხე ნახა და იქიდან დაბრუნდა და ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა.
ხელახლა ისწავლა სიარული, ახალა უკვე სახლშია და დღითი დღე უბრუნდება ენერგია. ჯერ კი გადაადგილება მაინც უჭირს, მაგრამ უფლის წყალობით მალე ეგეც გაივლის.
მადლობა მამა ნიკოლოზს, მისი ლოცვით დედა დავიბრუნე და ბედნიერი ვარ...
10.01.2022 ხიტარიშვილი“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება“ - ალექსანდრე გოგინავა