თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ ინეზა, მამაო და თვითონ თავს კარგად გრძნობენ და მარტვილში მამაოსთან სტუმრობას გეგმავენ.
„მე, ამდენი ადამიანის გულშემატკივრობით გადარჩენილი, მთელი ჩემი ოჯახით მთელ ქვეყანას ვუხდი მადლობას ამ დიდი მხარდაჭერისთვის! მალე გამოვალ გარეთ! დილიდან ინეზას ვურეკავ ვხორხოცობთ. ვაკონტროლებ შაქარს, აღარ ვარ ტყეგლეჯა ნამცხვრების მომპარავი )))) ლალი ექიმს დავპირდი რომ მადლიერების ნიშნად არ მოვიქცევი უპასუხისმგებლოდ. ინეზა სახლში ფუსფუსებს, შვილიშვილებში მღერის, ხაჭაპურებს შეუტია, ოსკაროსანი კოვიდდამმარცხებელი კიდევ ბევრჯერ გაგაოცებთ. მირეკავს- გენერალო, როგორ გეძინათ? მარტვილში როდის წავიდეთ მამაოსთან? მამაო როგორც კი ჩავიდა სახლში მისვლამდე ტაძარში ავიდა, პარაკლისი გადაიხადა სამადლობელი, საჯამრთელო ყველა ინფიცირებულისთვის.... მამაოს შვილი გვკითხულობს და გვაძლიერებს, რომ რეაბილიტაცია სწრაფად გავიაროთ. მარტვილიდან ფოტოებს მალე გაგიზიარებთ. ვიტალის წერილი დავუტოვეთ. აუცილებლად უნდა წაიკითხოს, სომხურ დიასპორასაც ჩავაბარეთ. ჩვეენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი- ვიბრძოლეთ და მოვიგეთ ჩვენი ომი რწმენით, პროფესიონალების ძალისხმევით და თქვენი ხალხო, თქვენი თანადგომით!
ახლა თქვენი ჯერია ბრძოლის გაგრძელების! სიტყვები მიცოტავდება, რეაბილიტაცია უნდა დავიწყო იმისთვის რომ ისევ ხარისხიანად შევძლო სიცოცხლე. კოვიდს, რომელიც დღეს ტვინის ომია შინ და გარეთ, პალატაში და სოცმედიაში... გვიბიძგებს დავკარგოთ გონება, ვერ დავემორჩილოთ ექიმებს, ვიჩხუბოთ ერთმანეთთან. გვაშინებს სხვადასხვანაერად და გვაცხოვრებს და გვკლავს შიშით! კოვიდი რენდგენია ადამიანობის წრე შეიკრა- გადარჩები თუ გადაარჩენ. როგორც ინეზა იტყოდა : სიცოცხლეს გაუმარჯოს საქართველო",- წერს თამუნა თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"