Digest Logo

🎥 VIDEO: „უშენობის ტკივილი არასდროს განელდება“ - რა ვიდეოს უღებდა ზურიკუნა დავით არჩვაძეს?

1631632561
ბაკურაძე

სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.

ამბობენ, ზურა ბაკურაძეს ყველაფერზე მეტად რაჭა უყვარდაო - რაჭასაც უყვარდა „ზურიკუნა“.

სიცოცხლის უკანასკნელი ღამეც რაჭაში გაათენა და მისი ხმაც უკანასკნელად რაჭის მთებში გაისმა.

ამ ტრაგედიამ სრულიად საქართველო მოიცვა.

მისი მეგობარი, მომღერალი დავით არჩვაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე წლის უკან ამ ვიდეოს ზურიკუნა უღებდა.