
რამდენიმე დღის წინ ინფლუენსერმა სალი წვერავამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას თავს გადახდენილი ინციდენტი ამცნო. მისი განმარტებით, უცნობმა ადამიანმა ქუჩაში მისთვის ჩანთის წართმევა სცადა. დღეს ინფლუენსერმა გამომწერებს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ მომხდარზე შსს-მ საქმის განხილვა უკვე დაიწყო.
„ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომხდარზე უკვე აღიძრა საქმე. ყველაფერი რომ დასრულდება თავიდან ბოლომდე მოგიყვებით ამ ამბავს. ისეთი რეაგირება მოახდინეს შესაბამისმა პირებმა, რომ უბრალოდ გაოცებული ვარ. თუ ბევრი ადამიანი გვეყოლება მათ ნაირი, მერე ყველაფერი მართლა კარგად იქნება და დაცულად ვიგრძნობთ თავს“, - ამბობს სალი წვერავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇