სამეცნიერო ჟურნალისტი, ზაზა დობორჯგინიძე გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის საკმაოდ წარმატებული გეოგრაფი იყო. ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა მაშველებმა ნანგრევებიდან ძმისშვილებთან ერთად ამოიყვანეს.
როგორც ცნობილია, ნუგზარ დავლაძე მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვებთან ერთად გამოიყვანეს. ახლობლის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
„რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო.
როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში”, – წერს დობორჯგინიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სახლი, რომელიც მთელ საქართველოს თავზე ჩამოენგრა“ - ანრი ჯოხაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა
წყარო: www.dainteresdi