Digest Logo

„გასკდა გული ბავშვების უბედურებით… ყველაფერი ფასადური გახდა... ამან გამოიწვია ყველა სიმძიმე და ტკივილი“ - პეტრე კოლხი ბათუმის შემთხვევაზე

1633798001
პეტრე კოლხი

„ბევრი პროტესტი მაქვს, ძალიან ბევრი და გასკდა გული ბავშვების უბედურებით. ყველაფერი ფასადური გახდა, ამან გამოიწვია ყველა სიმძიმე და ტკივილი“, - ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 9 ადამიანი გარდაიცვალა.

„რელიგია გვასწავლის, მტერი გიყვარდესო. ჩვენ მოყვასიც შევიძულეთ და მტრის სიყვარულს როდის ვისწავლით… ამპარტავნობამ, შუღლმა და მომხვეჭველობამ შეგვიპყრო…

შეიძლება წირვაზე ვიდგეთ, გაყინული სახით ერთმანეთს ვუთხრათ, ქრისეა ჩვენ შორისო და ამ დროს შეიძლება ყველაფერი იყოს ჩვენ შორის ქრისტეს და სიყვარულის გარდა…

წირვაზე ფიზიკური დგომა არ არის ლოცვა და სულიერება, თუ გარშემო ვერავის იტან და საკუთარ ბოღმას ვერ ერევი… ბევრი პროტესტი მაქვს, ძალიან ბევრი და გასკდა გული ბავშვების უბედურებით… ყველაფერი ფასადური გახდა… ამან გამოიწვია ყველა სიმძიმე და ტკივილი… ვერ გავძეხით ერთმანეთის ჭამით… ჰაერიც მხუთავია გარშემო… ახლაც დავდგებით და ხელს ერთმანეთისკენ გავიშვერთ… იმის ბრალია, ამის ბრალია… არააა, ყველას ბრალია… ჩემი ბრალიც არის… ყველამ უნდა იგრძნოს მისი წილი პასუხისმგეობა…

ფარისევლები ვართ… ვითომ ღმერთი გვიყვარს მაშინ, როცა ერთმანეთი გვძულს… სრულიად ერმა უნდა შეინანოს ბევრი რამ…მანამდე არაფერი გვეშველება“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რამაზ, მეგობარო არ გიცნობ, მაგრამ ტვინს შენი მდგომარეობის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეუძლია“ - ნოე სულაბერიძე რამაზ დავლაძეს

🔵„იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას“ - ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს

🔵VIDEO: „ფაქტობრივად ბომბზე ვზივართ. არ გვძინავს, ვართ სტრესის ქვეშ" - შემზარავი კადრები ბათუმიდან, სადაც შესაძლოა კიდევ ერთი ბინა დაინგრეს

🔵„როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს... არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი“

🔵„სისხლი გამეყინა, მხოლოდ იმის მეშინოდა ემოციები არ გამქცეოდა და პირდაპირ ეთერში ღრიალი არ დამეწყო" - „იმედის" ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს

🔵VIDEO: მაშველებმა ზუსტად იციან ადგილი, სადაც ნანგრევებში მოქცეულ 1 პირი იმყოფება - ის სათვალთვალო კამერამ შენობის ჩამონგრევამდე დააფიქსირა

🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა