მომღერალი ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში 8 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„სახლი, რომელიც მთელ საქართველოს თავზე ჩამოენგრა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს ანრი ჯოხაძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ამასთან, ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა