Digest Logo

🎥 VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს

1633775929
ბათუმში გარდაცვლილი

ბათუმში ტრაგედიას დედა და მისი 13 წლის შვილი ემსხვერპლა. მათი ცხედრები ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს და ისინი პროზექტურაში გადაჰყავთ.

ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი დედა-შვილი სახლში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ამ დროს ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა.

გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის დანარჩენმა წევრებმა საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს. მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან უკვე 8 გარდაცვლილი გამოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„არ გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან სანთლებით იდგე" - ვის მიმართავს ზვიად კორძაძე

🔵„ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა“ - კალაძე

🔵„ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას" - ნიკოლოზ რაჭველი

🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

🔵„იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმელ კაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი“ - ლექსო ლეკიაშვილი

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა