Digest Logo

„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწოდოს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ" - არჩილ გამზარდია

1634538054
არჩილ გამზარდია

ტელეწამყვანი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს ქადაგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ მას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

ქრისტესმიერი სიყვარულითო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს ლოგიკას რომ მივყვეთ, დაახლოებით ასე გამოდის:

ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწოდოს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ.

ვინც მშიერი ნახოს მიშა და დააპუროს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ.

ვინც სიცივეში ნახოს მიშა და გაათბოს წყეულიმც იყოსო, მეუფემ.

განიკვეთოსო! განიკვეთოსო!

პ.ს. პატივცემულო მეუფევ, ის არ გისწავლიათ თქვენ, რომ ცოდვილს უფრო უნდა დახმარება, ვიდრე უცოდველს? რომ ექიმი პაციენტს სჭირდება უფრო, ვიდრე ჯანმრთელს?

თქვენ წარმართთა ღმერთებით ლაპარაკობთ, ჰოდა, შეგერგოთ წარმართობა, სად თქვენ და სად ქრისტიანობა", - წერს არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია

🔵„ჩემი ცოდვა შენს კისერზეა სოფო ჯაფარიძე... არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება“ - მედეა ადამია

„დღეს უკანასკნელად ვხედავ შენს ცხედარს დედა დედოფალო! ვერ ვიჯერებდი თეთრ ხალათიან ექიმად წოდებულებზე, რომ შეიძლებოდა ცივსისხლიანი მკვლელები ყოფილიყვნენ!“ - მედეა ადამია

🔵„ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ვინ იცის შავ პარკში დასაფლავებულები, რომლებიც არ გაუხსნიათ, როგორ იყვნენ აჩეხილ-დაჩეხილნი…“ - დეა ადამია