Digest Logo

„ვინც ფიქრობს, რომ „რა დროს სკოლების გახსნაა“, იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ“

1630156271
ონლაინ სწავლება

განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია PH international-ის წარმომადგენელი მარინა უშვერიძე მიიჩნევს, რომ მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად აუდიტორიული და საკლასო სწავლა უნდა აღდგეს. 

ურუშაძის აზრით, მოსწავლესა არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს და თავად უნდა გადაწყვიტოს ონლაინ სწავლა ურჩევნია თუ საკლასო. მისივე თქმით, თუ საკლასო სწავლება არ აღდგება ქვეყანა კიდევ უფრო ჩამორჩენილ თაობას მიიღებს.

„სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ. ვისაც არ უნდა სკოლაში სიარული, ონლაინ სწავლის არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველანი ბუნაგის ცხოველები ვერ გავხდებით. მესამე აკადემიური წელია უკვე, რაც სწავლა ონლაინაა. ეს მთელი ეპოქაა ბავშვის ცხოვრებაში. ვინც ფიქრობს, რომ „რა დროს სკოლების გახსნაა“, იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ. ვინც ამ პრობლემას უფრო გრძელვადიან მასშტაბში ვხედავთ და გამოკეტვა გამოსავალი არ გვგონია, უნდა მოგვეცეს ნორმალური სწავლა-განვითარების საშუალება. ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს და არათანმიმდევრულ პოლიტიკას (ვაქცინის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელება, თავად დაგვიანებული ვაქცინაცია, ჯარიმების ზარ-ზეიმით პატიება, რეგულაციების სრულად მოხსნა და უკონტროლობა) ბავშვების ინტერესები ეწირება, კოვიდით დაშინებული ერი კი დუმს. „აი, ოღონდ დღეს გადავრჩეთ და რა დროს სწავლაა”, ასე გრძელდება მესამე აკადემიური წელია. სწორედ იმიტომ გვაქვს ამ ზაფხულს ამდენი დაკარგული სიცოცხლე, რომ არათანმიმდევრულები ვართ. ბავშვებმა რატომ უნდა ზღონ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგები? მათ დღეს სკოლაში სიარული ჰაერივით სჭირდებათ. სკოლის გახსნის გარეშე კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყანას მივიღებთ შედეგად“, - წერს მარინა უშვერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „წადით, თქვენი დედა ვატირე!.. იდი ნა**ი რაა!.. “ - ბერი იოანე ჟურნალისტს

„ვეხმაურები იმიტომ, რომ პროფესიული ღირსების საკითხია, გაივსო ჩემი მესენჯერი შეკითხვებით“

ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება, ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ - მეუფე იაკობი