ჟურნალისტი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ბათუმელ რამაზ დავლაძეს მიმართავს, რომელსაც ცოლ-შვილი ტრაგიკული შემთხვევის გამო გარდაეცვალა.
„გაუგონარი უბედურებაა, უსამართლო, არაფერში რომ არ წერია…
რამაზ, მეგობარო არ გიცნობ, მაგრამ ტვინს შენი მდგომარეობის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეუძლია… ცაში პირადი ანგელოზები გყავს დღეიდან შენი საყვარელი მეუღლის და შვილების სახით… ამიერიდან მათთვის უნდა გააგრძელო ცხოვრება და ბევრი წლის შემდეგ ისევ ნახავთ ერთმანეთს“, - წერს ნოე სულაბერიძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ამასთან, ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა