სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა თანდაშვილი თავის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ საავადმყოფოში კოვიდდადებითი ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან. ის საზოგადოებას სთხოვს, რომ აიცრან, რადგან საავადმყოფოებში ადამიანები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან და სიცოცხლისთვის იბრძვიან.
„დღეში 3 ჯერ დგება ფეხზე კაცი რეანიმაციაში და ლოცულობს. ფეხზე ადგომა არის აქ ოლიმპიური ბაჯაღლოს მედალი! დღეში 3 ჯერ ლოცულობს ჩემზე, ინეზაზე, თავის მრევლზე... დამპირდა რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ და სთხოვს ერთმანეთს გაუფრთხილდნენ. ვიტალი გვყავს კიდევ ერთი პაციენტი, ტატუებიანი ცისფერთვალება სომეხი დარბაისელი. მარტო მე ველაპარაკები, ის არ მპასუხობს ( ვერ ((( სომეხია, ჯერ არ იცის რომ სომხური ვიცი. აბა გაბედოს და არ გამოკეთდეს! თბილისელმა სომხებმა დაადუღეთ აცრები - ვიტალის ეს სჭირდება, მოვუყვები.
ვიტალიმ არ იცის სად მოხვდა, რა თავზეხელაღებულ მებრძოლებში. მე, ინეზა, მამაო და ვიტალი ძალიან გთხოვთ
აიცერით რა", - წერს თამუნა თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„დავაფასოთ ყველაფერი, რაც გვაქვს... სიცოცხლე არის დღესასწაული!..“ - თამუნა ქორქია