ექიმი კოტე მათითაშვილი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.ის წერს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლები მხოლოდ სტატისტიკაში აისახება და მას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გრძნობს.
„ამბობენ ეკონომიკა იზრდებაო .. და სად იზრდება, სადმე ბაღში ? თუ კონკრეტულად რომელიმე უბანში ან ზღვის პირას ? მინდა დავინახო როგორ იზრდება ... მგონია რომ ეკონომიკა რაღაც არსებაა ან მცენარე რომელიც უბრალოდ იზრდება და მეტი არაფერი არ ხდება
კიდევ ერთი მისტიკური ფრაზა: მზარდი ეკონომიკა - ანუ გუშინ 120 სმ იყო და დღეს 122 სმ -ია, ბამბუკია ? და კვლავ - მეტი არაფერი. .. და რო იზრდება და მზარდი როა სად ან როგორ ან როდის უნდა აისახოს ეს ისე, რომ ჩვენც გაგვიხარდეს მისი ზრდა ?“ - წერს ექიმი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს...“ - სალომე გოგიაშვილი
კალაძეების ოჯახში მატებაა - ფოტოები
„მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!“ - კულუმბეგოვი