Digest Logo

„ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს...“ - სალომე გოგიაშვილი

1627971748
სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ცხოვრების წესსა და რუჯის სიყვარულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც არ უყვარს, წყლის დალევაა:

„ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს. შემიძლია, დავიფიცო. ჩემი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო – ეგრევე გული მერევა. რამდენჯერმე ძალით ვცადე დალევა და ჭიქა რომ მივიტანე ტუჩთან, საშინელი თევზის სუნი ვიგრძენი და ცუდად გავხდი. დედაჩემსაც კი ვეკითხებოდი, ბავშვობაში წყალს ვსვამდი-მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა, არ მიმიქცევია ყურადღებაო (იცინის). ვსვამ ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს და ვჭამ ბოსტნეულს, ამით ვივსებ წყლის ბალანსს ორგანიზმში და არც გაუწყლოება მაწუხებს…“ - ამბობს გოგიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!“ - კულუმბეგოვი

„პატარაობიდან უფრო სერიოზული იყო, ვიდრე სხვა მისი ასაკის ბავშვები" - გაიცანით, პირველი ქართველი გოგო, რომელიც სკოტლენდ-იარდში მუშაობს

„დილიდან ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ამერიკა თავის მოქალაქეებს არ უშვებს საქართველოში… მითხარით და მე გადაგითარგმნით” - ნახეთ, რამ გააბრაზა ნინჩო ჯიბლაძე