ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში დიანა ტრაპაიძეზე წერს. ამბობს, რომ მისთვის ის ჟურნალისტიკის სინდისია. გარდა ამისა, წამყვანი დიანა ტრაპაიძის მიმართ კობახიძის „თავდასხმასაც" უსვამს ხაზს.
„ჟურნალისტიკის სინდისია ჩემთვის დიანა ტრაპაიძე. ყველაზე ღირსეული, ყველაზე მართალი და ყველაზე მაგარი, ვისთანაც კი ჩემმა პროფესიულმა და პროფესიის მიღმა ცხოვრებამ შემახვედრა. ის კი, რაც წეღან ირაკლი კობახიძემ გაბედა და დიანაზე თქვა, აჩვენებს მათ სრულ ისტერიას და ბოლო ჟამის ზღვარგადასულობას.
დიანას ჩემი გამხნევება არ სჭირდება,მაგრამ მასზე კობახიძის სამარცხვინო თავდასხმამ დამარწმუნა, რომ სახელისუფლებო პარტიამ სახე საბოლოოდ დაკარგა სახეც, ნამუსიც და რეალობის შეგრძნებაც.
თქვენ წახვალთ, გაქრებით. დიანა კი სულ იკაშკაშებს, ქართული მედიის სინდისი იქნება სულ და ზუსტად ვიცი, იქნება ისეთი მართალი და ყველაზე საუკეთესო, როგორიც აქამდე იყო. მეამაყება ,რომ დიანას კოლეგა მქვია და მასთან ერთად ვმუშაობ, აგერ უკვე რამდენი წელია. ქართული ოცნებიდან ქართულ ბიღმად გარდაქმნილო სახელისუფლებო პარტიავ, გარყვნილები თქვენს კარზე მოიკითხეთ!!!!! უამრავი გყავთ", - წერს ინგა გრიგოლია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნახეთ, ვინ არის „The Talk" შოუს ყველაზე პატარა სტუმარი
🔵„ხვალ დიდი დღეა... მსოფლიოში პირველად ..." - რას წერს ია ფარულავა
🔵VIDEO: როდის იწყება „ჩემი ცოლის დაქალები" და რა სიახლეებით ბრუნდება სერიალი „ფორმულას" ეთერში
🔵აქვს თუ არა უფლება ოჯახის ექიმს შეგიცვალოთ ვაქცინის მეორე დოზა - თამუნა გოდერიძის განმარტება