Digest Logo

1 რჩეული, ობლობა, კავშირი დონალდ ტრამპთან, ემინემის სიყვარული და დიდი ტრავმა - ნანუკა გოგიჩაიშვილის უცნობი ამბები

1619011515
ნანუკა გოგიჩაიშვილი

„მის საქართველო 2009“, მხატვარი, მოდელი და ყველასთვის საყვარელი ცნობადი სახე - ეს ნანუკა გოგიჩაიშვილია.

მისი გარეგნობა ბევრისთვის სანატრელია. მისი და - ნინი გოგიჩაიშვილიც საოცარი სილამაზის პატრონია. თბილისში მათ სილამაზეზე ბევრი საუბრობს და სასურველ სარძლოებადაც მოიხსენიებს , თუმცა ნანუკამ რჩეული უკვე იპოვა.

დღეს სწორედ მის უცნობ ამბებს მოგიყვებით, რაზედაც თავად ნანუკა ჟურნალისტებთან გულღიად საუბრობს.

მხატვრობა

2018 წელს ნანუკას ნახატების გამოფენა ამერიკაში მოეწყო.

ნანუკას და, ნინი: ჩიკაგოში, უდიდეს გალერეაში, ნანუკას ნახატები რომ დავინახე, გული გამინათდა და მივხვდი: რომ მისი ნახატების ადგილი სწორედ აქ არის. განა ის, რომ ამხელა რამე მოხდა, არა აქ სწორ ადგილას, სწორ დროს მოხვდა და ეს ასეც უნდა იყოს. შენი პირველი პერსონალური გამოფენა რომ ჩიკაგოში ჩატარდება, ასეთ მასშტაბებში, ასეთი რანგის, ამდენი დასაქმებული ადამიანი რომ მოდის, გიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს, ეს ხელოვნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ორი გამოფენა გაიმართა, ორივე ჩიკაგოში. ერთი – ძალიან ცნობილ არტ-გალერეაში, მეორე – სინიორ „ჰაუზის“ შენობაში, რომელსაც თავისი სივრცე აქვს. ჩიკაგო ნანუკასთვის წარმატების ათვლასთან ასოცირდება. ის, რომ „მის უნივერსზე“ 101 სექსუალური, წარმატებული ქალის სიაში შევიდა, ჩიკაგოში მოხდა და პირველად მისი ნახატებით, სწორედ, ეს ქალაქი დაინტერესდა და მოწვევა გაუკეთეს.

პლასტიკური ოპერაცია

პლასტიკური ოპერაციები ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ, იმდენად მშიშარა ვარ, აფთიაქში რომ შევდივარ, მგონია, ნემსს მიკეთებენ. თუ საჭირო გახდება, გავიკეთებ ოპერაციას და არც დავმალავ. თუმცა, ახლა, ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ რამეს შევიცვლი.

„მის სამყარო“

„მის საქართველოს“ შემდეგ მომიწია „მის სამყაროზე“ წასვლა, რომელიც იმ დროს დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა. კონკურსზე ვიყავით 83 ქვეყნის წარმომადგენელი. კონკურსის მიმდინარეობისას გარკვეული მიღწევები მქონდა, დატვირთული ვიყავი, სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, რაც საკმაოდ ბევრს ნიშნავდა.

ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა თავისი თვითმფრინავით გადაგვაფრინა 5 ქვეყნის წარმომადგენელი და მაშინ გავიცანი. ლას-ვეგასის თავზე რომ დავფრინავდით, გვეუბნებოდა: ეს „ტრამპ თაუერია“, ეს ის კაზინოა... – ოჯახური, მეგობარი რომ გაცნობის თავის რაღაცებს, ასეთი სიტუაცია იყო.

კამერა გამორთული რომ იყო, მაშინაც თავის თავზე მუშაობდა. მერე, მთელი კონკურსის განმავლობაში, მოდიოდა ხოლმე. კულისებშიც შემოდიოდა, სადაც მაკიაჟს ვიკეთებდით და მერე, ამ ყველაფერს აშუქებდნენ. ხელს ჩამოგვართმევდა და იტყოდა: „ბექსტეიჯში გოგონებთან“. მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში სულ მოდიოდა.

მიშა სააკაშვილს რომ ხვდებოდა, იმდენად უყვარს თავისი პროექტები და ისეთი ენთუზიაზმით ეკიდება თავის საქმეებს, მასაც აჩვენა თავისი ჟურნალი, სადაც გოგონების ფოტოები იყო და მათ შორის, „მის საქართველოსი“, ანუ ჩემი. ზოგადად, ესაუბრებოდა რაღაცებზე და შემდეგ უთხრა: „მის საქართველოც“ იყო ჩემს კონკურსზე და ვიცნობდიო.

მიშა სააკაშვილმა რომ დაინახა ჩემი ფოტო – ვაიმე, ნათიას შვილიაო და დონალდ ტრამპს უთხრა: დედამისი ჩემთან მუშაობსო. ნათიამ არც იცოდა, რა ხდებოდა. შეიყვანეს, გააცნეს დონალდ ტრამპი და როგორც მერე, სხვა ჟურნალისტებმა მითხრეს, მას დედაჩემისთვის უთქვამს: თქვენც უნდა გამოსულიყავით ჩემ კონკურსზეო.

პირველი სიყვარული

პირველი სიყვარული – ემინემი. 7 წლის ვიყავი, როდესაც შემიყვარდა. შეიძლება, არარეალური იყო, მაგრამ, მიყვარდა. მას შემდეგ რაღაც გატაცებები ყოფილა, თუმცა, სერიოზული არაფერი – ისეთი, ფილმებში, ზღაპრებში რომ ხდება და მერე სასიამოვნოდ იხსენებენ.

რჩეული

მისი რჩეული ბიზნესმენ, კობა ნაყოფიას შვილი, ნიკა ნაყოფიაა.

როგორც მისი და, ნინი ამბობს, ალოგიკური იქნებოდა, რომ წყვილს დიდი ქორწილი გადაეხადა. რადგან მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდათ.

„ალოგიკური იქნებოდა, რომ დიდი ქორწილი გადაეხადათ. ნანუკა ნიკასთან ერთად ძალიან ბედნიერია. მას ისეთი ადამიანი ჰყავს გვერდით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უქმნის კომფორტს. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კეთილი ადამიანია. იმდენად მზრუნველია, მეც კი, მგონი, მამასავით მიდგას მხარში. მასზე კარგის მეტი მართლა არაფერი მეთქმის. ნანუკამ ზუსტად ისეთი თანამგზავრი იპოვა, როგორსაც იმსახურებდა და როგორიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა“.

ჯვრისწერა

ჯვრისწერის ცერემონია, ალავერდის მონასტერში გაიმართა.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო, ჯვრისწერის ცერემონიას, რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

„მხოლოდ ჯვრისწერა, რეგულაციების სრული გათვალისწინებით! არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან!”, – წერდა ნანუკა.

წყვილმა იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი. თუ ვინ იყვნენ ნეფე-პატარძლის მეჯვარეები, ამის შესახებ, ნანუკა სოციალურ ქსელში წერდა.

„საოცარი ისტორიებით ივსება ჩვენი სიყვარული. სხვადასხვა გარემოების გამო და ურთულესი წლის მიუხედავად, ხელი იუსტიციის სახლში ისე მოვაწერეთ, რომ მთავარ მოწმეებად (მეჯვარეების საქართველოში არ ყოფნის გამო), ორივეს, მეც და ნიკოლოზსაც დები გვყავდა.

საღამოს კი, ოჯახის წევრებმა. ეს დიდი დღე, ერთმანეთს მოკრძალებულად, ოჯახურ გარემოში მივულოცეთ. საოცრად თბილი და ოჯახური გარემო იყო მაშინაც, რაც ძალიან გვჭირდებოდა…

შემდეგ იყო ჯვრისწერა, რომელიც ყველასათვის ცნობილი მიზეზის გამო, ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩავიფიქრეთ – ვგულისხმობ უახლოეს მეგობრებს, რომლებიც ჩვენთან ვერ იყვნენ.

ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე, ალავერდში აღვნიშნეთ,. ცერემონიას, ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, თვალს ჩვენი მეჯვარეები, ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ! ეკლესიაში, მხოლოდ ჩვენ და ოჯახის წევრები ვიმყოფებოდით….“,- წერდა ნანუკა.

მამის გარდაცვალება და დიდი ტრავმა

მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილს შვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ქალიშვილები მასზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდნენ. ბოლო წლებში, როცა ყველასთვის საყვარელი გოგიჩა მძიმე სენს ებრძოდა, იმედი ჰქონდათ, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდა. თუმცა, სამწუხაროდ, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგის ქალიშვილმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა ინსტაგრამზე დაწერა:

„პატარა გოგონებისთვის მამების ფასი არაფერია, ქალიშვილს შეუძლია ყველაზე რთული ხასიათის მამაკაციც კი მსოფლიოში ყველაზე რბილ ადამიანად აქციოს. ის შეიძლება იყოს განგსტერი, მაგრამ თავისი გოგონას გვერდით „დათუნიად“ გადაიქცევა. მამები ზეციდან გამოგზავნილი ანგელოზები არიან“, – წერდა გოგიჩაიშვილი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

„ჩემზე ამბობენ, რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს...“ - ნინუცა მაყაშვილი

პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას უცნობი ამბები

„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი