Digest Logo

„ჩემზე ამბობენ, რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს...“ - ნინუცა მაყაშვილი

1619010574
ნინუცა მაყაშვილი

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, „ტვ პირველის“ გადაცემა „შუადღის“ კითხვებს უპასუხა. მან თავისი ხასიათის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და განვლილი ცხოვრების შესახებ დასმულ, ზოგად კითხვებს უპასუხა.

ასევე ნინუცამ გადაცემაში იმ ჭორების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მის შესახებ ხშირად გაუგია.

„რამდენიც გინდა, იმდენი ჭორი გამიგია. მაგალითად, ის, რომ სიმართლე ვთქვი ფულის სანაცვლოდ, მაგალითად, ის, რომ პოპულარობის მოპოვება მინდოდა, მაგალითად, ის, რომ ავანტიურისტი ვარ და სპეკულანტი, ის, რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს…“- ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

ცნობისთვის, 12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა, 11 წლის წინანდელ ძალადობაზე, საჯაროდ, პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.

ნინუცას ამ განცხადების საპასუხოდ, ყოფილმა ქმარმა, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

video: ის, რაც ვთქვი აისბერგის მცირე ნაწილი იყო - ნინუცა მაყაშვილი

4-ჯერ შექმნილი ოჯახი, 5 შვილი, ეჭვიანი ცოლი და სასმელზე „შემჯდარი“ მსახიობი - ბესო ზანგურის პირადი

რის გამო მოხვდა ბესო ზანგური ფსიქიატრიულ კლინიკაში?