სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარი ცხოვრების პირად დეტალებს ხშირად ასაჯაროებდნენ სოციალური ქსელით და საზოგადოებაშიც ხშირად ჩნდებიან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯვარი არ დაუწერიათ და ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან შემდგარი ოჯახი აქვთ და 2 შვილს ზრდიან.
თამუნა სანდრომდე დაქორწინებული ორჯერ გახლდათ და ორივე ურთიერთობა კრახით დასრულდა. თამუნას მეორე ქორწინებიდან ერთი ვაჟი სანდრო ჰყავს. რაც შეეხება თამუნას და სანდროს მათ ერთმანეთი გადაღებაზე გაიცვნეს და რომანიც მალე გაჩაღდა.
„როგორც დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო“ - ამბობდა თამუნა. სანდროს კი გრძნობების აღსაქმელად გარკვეული პერიოდი დასჭირდა. წყვილი საზოგადოებაში თითქმის სულ ერთად ჩნდება და შესანიშნავადაც ატარებდნენ დროს. შემდეგ ურთიერთობაში გაჩნდა კრიზისი.
„სანდრო თავისთან წავიდა სახლში. მაშინ იმდენად რთული მდგომარეობა მქონდა, რომ დავდიოდი სოფლიდან სოფელში, ექიმიდან ექიმთან, ნევროლოგთან ცალკე, ფსიქოლოგთან ცალკე, შემექმნა ჰორმონალური პრობლემები, გინეკოლოგთან ცალკე, დავდიოდი მამაოსთან. რომ მივხვდი უკვე რომ რთული გასაძლები ვიყავი, შევდიოდი და ბანაობის დროს ვტიროდი, იმიტომ რომ ამ ჩემი ტირილით უკვე ძალიან შევაწუხე ადამიანი. დაიღალა და წავიდა“, - ამბობდა თამუნა მუსერიძე და იმედოვნებდა რომ ურთიერთობა აღდგებოდა.
ასეც მოხდა. მათ შორის ყელაფერი დალაგდა. შვილი, მარიანა შეეძინათ და დღეს ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ.
თამუნამდე სანდროსაც ჰქონდა სასიყვარულო რომანები. ის ლიზი სტურუაზე იყო დაქორწინებული და მასთან საერთო შვილიც ჰყავს. სანდრი თავის ყოფილ მეუღლესა და ნაადრევ ასაკში შემქნილ ოჯახზე ერთ-ერტ ინტერვიუში საუბრობდა:
- ყოფილ მეუღლესთან, ლიზი სტურუასთან ახერხებ მეგობრობას?
- ვერ გეტყვი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს-მეთქი. შვილი გვყავს და მის გამო ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ელენე არაჩვეულებრივი ქალბატონია, რომელმაც ყველაფერს სხვა თვალით შემახედა, მით უფრო ახლა, როცა ასაკი ემატება. ძალიან მოწესრიგებული და მეგობრულია.
- ამბობენ, პატარა ასაკში შექმნილი ოჯახები დანგრევისთვის არის განწირული. სამწუხაროდ, შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
- მე არ მჯერა და არავის ვურჩევ, პატარა ასაკში ოჯახი არ შექმნათ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე. რა თქმა უნდა, რთულია ოჯახის შენარჩუნება. ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება, შეყვარებულობის პერიოდიდან ოჯახურ ცხოვრებაზე რომ გადადიხარ და რთულდება ცხოვრება.
ჩემ გარშემო არიან წყვილები, რომლებმაც ძალიან პატარა ასაკში შექმნეს ოჯახები და დღემდე ერთად და კარგად არიან. მათ ურთიერთობაში ერთი ბზარიც კი არაა. ცხოვრებაა და არ ვიცით, ვის რა სიურპრიზს მოგვიტანს მომავალი. მე არ ვნანობ, რომ ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი, რადგან ელენე მყავს. ოჯახი რომ არ შემექმნა, ელენე არ იქნებოდა. ახლა შეიძლება, არც არავინაა ისეთი კანდიდატი, რომ მეორე ბავშვზე ვიფიქრო, მაგრამ როცა იყო ამის საშუალება, სულ ვამბობდი, მეორე ბავშვი იმიტომ არ მინდა, რომ ჯერ ელენეთი ძალიან ვკაიფობ და სხვაზე რომ გადავანაწილო ყურადღება, არ მინდა-მეთქი. ჯერჯერობით ელენეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიყვარს და რამდენად კარგი მამა ვარ, ამაზე ვერ ვილაპარაკებ.
- იცი, რა ხდება შენი ყოფილი მეუღლის პირად ცხოვრებაში?
- ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ვიცი, რომ ჰყავს მეუღლე და ცოტა ხნის წინ მეორე გოგონა შეეძინა. მგონია, რომ ბედნიერია და ღმერთმა ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოაკლოთ.
თამუნა მუსერიძის ყოფილი ქმრები
თამუნა ორჯერ იყო დაოჯახებული, ორჯერვე პოპულარულ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან მალე გაშორდა...
„მე და აჩის ერთი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, ცოლად გავყევი და თვე-ნახევარში დავშორდი. აჩის რომ დავშორდი, ერთი კვირის განმავლობაში ლოგინში ვიწექი, თუმცა ცრემლი არ მიღვარღვარებია. უბრალოდ, გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ყველაფერი ავწონ-დავწონე, ავდექი და ჩვეულებრივ რიტმში განვაგრძე ცხოვრება. თავდაპირველად ჩემზე ჟურნალისტები წერდნენ, აჩი ფურცელაძის ყოფილი მეუღლეო, რასაც ძალიან განვიცდიდი. აჩიც მეუბნებოდა, ხომ ხედავ, საზოგადოება როგორც ჩემ ყოფილ ცოლს, ისე გიცნობსო. ერთხელ ვუპასუხე, დრო მოვა და ჟურნალისტები შენზე დაწერენ, თამუნა მუსერიძის ყოფილი ქმარი-მეთქი და მართლაც დადგა ეს დრო.
აჩისთან დაშორების შემდეგ ცოლად გუფის გაჰყევი, იგივე გურამ მაკალათიას, რომელიც დრამერია ერთმანეთს 15 წელი ვიცნობდით.
მეგონა, რომ გუროს და მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, ვიდრე ადამიანთან გარკვეული პერიოდი არ იცხოვრებ, ცოლად არ უნდა გაჰყვე. ახლა უკვე ბევრ რამეს ვხვდები და ვინ უნდა შემხვდეს ცხოვრებაში, რომ მომატყუოს. გურომ კი ყველაფერი მომატყუა“, - ამბობდა თამუნ აყოფილ ქმრებზე.
თამუნა მუსერიძის დიდი ტკივილი
რაც შეეხება თამუნა, მისი პირადი ცხოვრების მიღმა იყო კიდევ დიდი და მტკივნეული ამბავი. მან 32 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო რომ ნაშვილებია.
ეს ყველაფერი მან ძალიან რთულად გადაიტანა, თუმცა იპოვა ძალა და საკუთარი ისტორია მთელ საქართველოს გადაცემა „პროფილის“ მეშვეობით უამბო. ის დღეს დედას ეძებს. სჯერა, რომ იპოვის.
ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, ორი შვილისა და ოჯახის მიუხედავად ისევ დატვირთული და საქმიანია. საღამოები მიჰყავს, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში ეხმარება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ლეილა ძიგრაშვილის ოჯახი მის მიერ შესრულებულ როლს შეეწირა