3-ჯერ გათხოვება, სკანდალური განცხადებები და სასიყვერულო ისტორიები - მეტი რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყურადღების ეპიცენტრში იყო და შენზე ბევრი საუბრობდეს.
ასეთია, ტელეწამყავნი სალომე გოგიაშვილი. როგორც თავად ამბობს, თამამი განცხადებების გამო, ხშირად გაუკრიტიკებიათ, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევს.
დღეს, სწორედ გოგიაშვილის სკანდალებზე გიამბობთ.
ყველაფრის „წამალი“
ეს არის ჩემი ფსკვნილი, რომელიც ახლაც ხელზე მიკეთია. გარდაცვლილ მამას ეჭირა ხელში, მე ჩემი გავატანე, ეს კი დავიტოვე, მისგან სამახსოვროდ, რომ სულ თან მეტარებინა და ეს ჩემთვის ერთგვარი თილისმა და წამალი გახდა.
ოცი წელია, ეს ნაქსოვი ფსკვნილი ჩემი ყველაფრის – კორონას, დეპრესიის, შიშის – წამალია და ამით ოცი წელია, გრძელდება კონტაქტი მამასთან იმქვეყნად.
სხვათა შორის, აღდგომას ცუდად ვიყავი, შემამცივნა, შემეშინდა... მამას ფსკვნილი გავიკეთე ხელზე და დავიძინე.
დილით, რომ გამეღვიძა, კარგად ვიყავი, მაგრამ ვფორიაქობდი. გავხსენი სოციალური ქსელი და დამხვდა ვიდეო უცხო ქალბატონისგან – ვხედავ მამაჩემის საფლავს, სადაც დგას მამაო... კინაღამ გული გამისკდა, ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი.
ქალბატონი მწერდა: მე თქვენ არ მიცნობთ, ვიცოდით, შექმნილი სიტუაციის გამო ვერ შეძლებდით მამათქვენის საფლავზე ასვლას, ჩემი ქმარი მამაოა, მამას კარგად იცნობდა და პანაშვიდი გადაუხადაო.
ვკიოდი, ისეთ ემოციებში ვიყავი. ეს სასწაულია, აბა, რა არის?!
3-ჯერ გათხოვილი
ძალიან ბევრი გაუთხოვარი, კარგი პოტენციალის მქონე გოგო დადის, ვერ ქმნიან პირადს და საკუთარ ბედნიერებას. გაიხედ-გამოიხედეს, დაინახეს სამჯერ გათხოვილი სალომე და გადაირივნენ, რატომ უნდა ჰყავდეს ამას ქმარი, შვილები, უმართლებდეს და ჩვენ ვერცერთხელ ვერ გავთხოვდითო. მე რა შუაში ვარ, თუ ვერ გათხოვდით? ადრე რჩევებს ვაძლევდი და ახლა, უბრალოდ, ვუსმენ, სულ ფეხებზე მკიდია. არ მადარდებს ბოღმა ხალხის აზრი.
მაშკა დიდი გოგოა და მისთვის ჩემი ურთიერთობები არასდროს დამიმალავს. მას, ჩემი სახით, ცოცხალი მაგალითი ჰყავს და ზუსტად ვიცი, იმ შეცდომებს არ დაუშვებს, რაც მე დამიშვია. თუ ჩემი ტრავმული მომენტები იმიტომ მოხდა, რომ ეს ჩემი შვილისთვის მაგალითი იყოს, კიდევ ბევრს გადავიტან. დღეს ჩემს შვილებს სრულყოფილი ოჯახი აქვთ და არ აწუხებთ განცდა, რომ დედის ცხოვრებაში ადრე სხვა მამაკაცი იყო.
მარტივი არ არის ოჯახების დანგრევა, მას სტრესები და განცდები ახლდა თან. როცა ამ თემებზე ხმამაღლა ვსაუბრობ, უცნობი ადამიანები წერენ: მაგას რა უჭირს, დიდი ამბავი, რომ მოინდომოს, კიდევ გათხოვდებაო. ყველას აარიდოს ღმერთმა ის, რაც მე გამოვიარე. მეც გამიჭორავს სხვა და მერე იგივე დამმართნია.
ამიტომ, სხვისი განკითხვა არ ღირს, რადგან იმავესგან დაზღვეული არ ხარ. ვისაც როგორ სურს, ისე იცხოვროს. არავის უნდა ბევრი ქორწინება და არეული ოჯახი. კარგი ქმარი და ბედნიერად ცხოვრება ჯობია, მაგრამ ზოგჯერ ვერ ეწყობი და ინგრევა. მარტო ის ჩანს, რომ სამჯერ გათხოვილი ვარ, მაგრამ ამის იქით, ფსიქიატრებთან სიარული და ფსიქოლოგების ჩარევა რომ დამჭირდა, ეს არავინ იცის.
ცხვირისა და მკერდის პლასტიკური ოპერაცია
მე ოპერაციაზე რომ შევდიოდი, ვიდეო დავდე სოციალურ ქსელში და მითხრეს, რად გინდოდა, ბევრი ვერ მიხვდებოდაო. მე, პიარისთვის არ მჭიდებოდა ეს. ან რა უნდა გამეპიარებინა, რომ ცხვირი გავიკეთე? უბრალოდ, „ინსტაგრამზე“ ბევრი ფოლოვერი მყავს, მინდოდა, ენახათ შედეგი და ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, არ შეეშინდეთ და ენდონ იმ ქირურგებს, ვისთანაც ვიყავი.
ასე რომ, მსხვერპლად გავიღე ჩემი იმიჯი, სამაგიეროდ, ბევრ ადამიანს დავეხმარე.
ჩემი ქმარი მეუბნებოდა, ასეთი მიყვარხარ და სხვანაირი ცხვირით ვერ წარმომიდგენიხარო. ბავშვებიც და დედაჩემიც ამავე აზრზე იყვნენ. მაგრამ, მე რომ ვიტყვი – მინდა, ესე იგი, მინდა და მორჩა. უაზროდ ატყდომა და ფობიები არ მახასიათებს.
ავუხსენი, რომ მათ კი არა, მე მაწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვწუწუნებდი, კომპლექსი მქონდა. მოკლედ, მითხრეს, თუ ასე გინდა, გაიკეთეო. ამას წინათ, ჩემი ქმრის უცნაური მზერა დავიჭირე. ვკითხე, რა იყო-მეთქი და მიპასუხა: მომწონხარო. მგონი, ახალ იმიჯში ვერ ხვდება, ვინ ვარ და თავიდან მეპრანჭება.
რაც შეეხება მკერდს, არც მისი პლასტიკური ოპერაცია დამიმალავს. გადიდება კი არ მინდოდა, უბრალოდ, ოთხი მშობიარობის მერე, საჭირო გახდა. ამაზეც მეუბნებოდნენ, რად გინდაო, მაგრამ რატომ უნდა მალო ტანსაცმლით ის, რაც არასასიამოვნო შესახედია და რისი გადაჭრაც მარტივად შეიძლება?
მოკლედ, მკერდი მინდოდა და გავიკეთე, ცხვირიც მივაყოლე და პლასტიკურ ოპერაციებს ამით მოვრჩი. სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციის მერე, წლები რომ მომაკლდა, ვიზუალურად ჩემს შვილს, მაშკას დავემსგავსე და დებივით ვართ.
ქმრებისგან აღებული ვალი
როგორც სალომე ამბობს, ბიზნესის წამოსაწყებად ფული სჭირდებოდა და დახმარების სათხოვნელად ქმრებს მიმართა.
„ჩემს შემთხვევაში ბანკი არ ყოფილა, რადგან ჩემმა პარტნიორმა ზუსტად დაითვალა რა თანხა გვჭიდებოდა და მეუღლეებმა დაგვაფინანსეს. მაგრამ, მათგან, ეს თანხა ვისესხეთ და სწორედ ჩასესხება იყო ჩვენი წარმატება.
რადგან სწორად გადავდგით ნაბიჯი ბიზნსესში, ფული აღარ გამოგვართვეს. ვალი დაიბრუნეს კი არა, ორივეს მეუღლემ შეიძინა „სალმანის“ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი და ნათესაობას ჩამოურიგეს.
ასე რომ, პირველი „სალმანები“ ჩვენმა მეუღლეებმა შეიძინეს და ჩვენც ფული ურცხვად გადავახდევინეთ.
ღალატის პატიება
ჩემს გარშემო უამრავი ოჯახი ინგრევა და გული მწყდება. კი ბატონო, თუ ტანჯვაში ხარ და ვერ ეწყობი ქმარს, მთელი ცხოვრების დანგრევას, უნდა გაშორდე, მაგრამ თუ ოდესღაც, ვიღაცასთან „გაძვრა” და ეს მერე გაიგე, უნდა აპატიო.
ეს ვიგულისხმე სწორედ. მარტივი მიზეზისთვის, არ უნდა დაანგრიო ქალმა ოჯახი. თუმცა, ახლა რომ დავფიქრდი და წარმოვიდგინე, ვახო შეიძლება, სადღაც „გაძვრეს”, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო.
ჩემმა ქმარმა იცის ჩემი რეაქცია ასეთ „გაძრომებზე” და ამიტომ, პატიება მასზე არ ვრცელდება. ამ თემაზე მშვიდად საუბარი მიჭირს და ზოგადად, არც სახლში ვსაუბრობთ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ჩემი შვილი გარიგებით გავათხოვე, ქმარი სცემდა და სიგარეტს ტანზე აწვავდა - გაუხმაურებული ამბავი