Digest Logo

ძმების დახოცვით გვემუქრებოდა, ხის საწოლზე გადაფარებულ დახეულ ნაჭერზე გვეძინა - პროსტიტუციის მსხვერპლის ისტორია

1615271978
ლენტი ავარია

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ტრეფიკინგის მსხვერპლი მილიონობით ადამიანი ხდება. შრომით ტრეფიკინგთან ერთად, აქტუალურია ქალებით ვაჭრობის ისეთი ფორმები, როგორიცაა სექსტრეფიკინგი. 

2003 წლიდან, საქართველოში ტრეფიკინგი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. შემუშავებულია კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ. 

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა და ინსტიტუციურ დონეზე მოქმედებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლ და დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მათ შორისაა: ცხელი ხაზი, იურიდიული კონსულტაცია, სამედიცინო მომსახურება, თავშესაფრით უზრუნველყოფა.

სალომე, 24 წლის

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. მე და ჩემმა დამ მიმტანებად დავიწყეთ მუშაობა. ბარის მეპატრონემ გვითხრა, რომ მეტი თანხის გამომუშავების მიზნით შეგვეძლო, ბარში შემოსული მამაკაცებითვის სექსუალური მომსახურებაც გაგვეწია. თავიდან უარზე ვიყავით, თუმცა ბოლოს დავთანხმდით.

პროსტიტუციაში ჩაბმის შემდეგ მეპატრონის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. დაიწყო ჩვენთვის არარსებული ვალების დაწესება. კლიენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურად გვისწორდებოდა და დაუმორჩილებლობის დროს ჩვენი მცირეწლოვანი ძმების დახოცვით გვემუქრებოდა.

ვერ გავდიოდით შენობიდან. იქვე გვეძინა, პატარა ოთახში. ხის საწოლზე გადაფარებულ დახეულ ნაჭერზე. არ იყო არც გათბობა და არც ფანჯარა. კლიენტებს თავად ბარის მეპატრონე ირჩევდა. ხოლო გამომუშავებულ თანხას მეპატრონე მთლიანად გვართმევდა.

ერთ დღესაც პოლიციელებმა დააკავეს ბარის მეპატრონე. აგვიხსნეს ჩვენი უფლებები და დახმარების მიზნით გადაგვიყვანეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში.

მერაბი, 51 წლის

აჭარის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ქალაქში სხვადასხვა ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებ. ერთ დღეს თურქი მამაკაცი მოვიდა რამდენიმე ქართველთან ერთად და გვითხრა, რომ თურქეთში ტანსაცმლის ქარხანაში დასაქმების მიზნით ეძებდა მამაკაცებს.

გვითხრა, რომ ხელფასი 500 დოლარიდან იწყებოდა და 10 კაცის წაყვანა შეეძლო. შევგროვდით 10 კაცი და მესამე დღეს მიკროავტობუსით გადაგვიყვანეს თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში.

ქარხანას იცავდნენ შეიარაღებული თანამშრომლები. გასვლა არ შეიძლებოდა. პატარა ვაგონში უნდა გვეცხოვრა. საჭმელი დღეში ორჯერ მოჰქონდათ. მხოლოდ ბოსტნეული და პური, იყო წყლის პრობლემა.

რამდენიმე ადამიანს ერთად გვეძინა გაუსაძლის პირობებში. ვმუშაობდით მტვირთავებად. გვითხრეს, რომ ხელფასს 2 თვის მერე გადაგვიხდიდნენ.

ვითხოვდით თანხის გადახდას და წასვლას. თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გავიდა 3 თვე, თუმცა ხელფასები მაინც არ გადაგვიხადეს. დავუკავშირდით ერთ-ერთი ჩვენგანის ნათესავს, რომელიც თურქეთში მუშაობდა. მისი დახმარებით დავტოვეთ ქარხანა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: ახლა აღსარება უნდა ვთქვა, მაპატიე დათო... - ია ფარულავას „მონანიება“

ბარით ყბა ჩამოათალეს, კიდურები დაუმტვრიეს და დედას გავარვარებული ურიკით მიუყვანეს - გაუხმაურებული საქმე

ორგანოებით ვაჭრობა, „ქმრის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ღირსებააყრილი პირველი ლედი!“ - სკანდალებში გახვეული სანდრა რულოვსი