მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე მაყურებელმა სერიალიდან „შუა ქალაქში“ გაიცნო. კარიერაში ბევრი მიღწევა და წარმატება აქვს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ქეთა 5 შვილის დედაა, რომელთა აღზრდაშიც უშუალოდ მონაწილეობს მეუღლესთან ერთად და იმასაც ახერხებს, მუდამ ფორმაში იყოს, კარგად გამოიყურებოდეს, რაც ნამდვილად გამოსდის.
დღეს ქეთას ოჯახზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე მოგიყვებით:
„ბავშობაში ზოოპარკის დირექტორობა მინდოდა. ასეთი ოცნება მქონდა, – სახლში ყველანაირი ცხოველი მყოლოდა, თუკი რამე არსებობს. მყავდა ზაზუნები, ზღვის გოჭები, კუ, კურდღლები, კატები, თუთიყუშები, ხვლიკი, თევზები და ჩემს შვილებთან ერთად, ყოველ დილით ფერმის მოვლას ვიწყებდი. დიდობაში კი მსახიობობა გადავწყვიტე. 20 წელია, რაც სცენაზე ვდგავარ და მიმაჩნია, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე.
ამჟამად ვარ ორ თეატრში – ეს არის ჩემი უსაყვარლესი თავისუფალი თეატრი, სადაც წელებია ვმოღვაწეობ; ახლახან კი მივედი სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც მამაჩემია მთავარი რეჟისორი და უკვე მეორე სპექტაკლი ვითამაშე. უწყვეტი სტაჟი მაქვს, სტუდენტობიდან ვმუშაობ. ჯერ ვმუშაობდი მაღაზიაში, ამასობაში დავამთავრე სამხატვრო აკადემია. მერე წავედი ქუთაისში, იქ დავიწყე მუშაობა თეატრში. შემდეგ გორის თეატრში ვთამაშობდი, საბოლოოდ კი, ჩემთვის უძვირფასეს „თავისუფალ თეატრში“ აღმოვჩნდი.
ეკა ლორთქიფანიძის შვილები
თავიდან ბევრი შვილი არ მინდოდა. პირველად, როცა თომა გავაჩინე და გულზე დამაწვინეს, მაშინ გადავწყვიტე, რომ ბევრი შვილი მინდოდა. პალატაში რომ გადმომიყვანეს, 8 გოგო ვიწექით.
ყველა წუწუნებდა და როცა ვამბობდი, შვიდი შვილი მინდა-მეთქი, მახსოვს, ბალიშები მხვდებოდა. ხუთი შვილი არ არის ნამდვილად ცოტა. 2000 წლიდან სცენაზე ვდაგავრ. მე ვარ უფრო ემოციური მსახიობი. ეს ცუდია, რადგან შემდეგ საკმაოდ დიდ დაღს მასვამს ჯანმრთელობაზე. ჩვენ მსახიობები ხელოვნურად ვცდილობთ ჩვენი თავი გავაღიზიანოთ, ჩავაგდოთ პანიკურ მდგომარეობაში, ეს მუდმივად ხდება. კვირაში 3-4 სპექტაკლს ვთამაშობთ და ეს არ არის იოლი. მსახიობობა სწორედ ამ მიზეზითაც არის ერთ-ერთი, ყველაზე რთული პროფესია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სახლში მომყვება დაღლილობა და როდესაც დაღლილი ვარ, ადვილად მეშლება ნერვები. პირდაპირ ვეუბნები ყველას: მე ახლა დაღლილი ვარ და შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვიჩხუბო-მეთქი. ყველამ იცის, რომ ასეთ მომენტში საშიში ვარ . ჩემი შვილები, პატარებიც კი მიგებენ ამ ყველაფერში, ოჯახი მაქსიმალურად მეხმარება. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ამდენი შვილი რომ გყავს, ეს შენი არჩევანიაო. ამაში აუცილებლად ვეთანხმები. შეიძლება, ჩემი არჩევანია, მაგრამ რომ არა ოჯახის წევრების დახმარება, სხვანაირად შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, საგიჟეთში ვიქნებოდი. ძირითადად, მე და ჩემი მეუღლე ვართ ჩართული შვილების აღზრდაში – პატარებს ვგულისხმობ. უფროსები მაინც დიდები არიან. ჩემი პირველი შვილი – თომა სტუდენტია. მასზე აბსოლუტური მზრუნველობა დედაჩემს აქვს აღებული. თომამ ჯერ მუსიკალური დაამთავრა, შემდეგ სარეჟისოროზე ჩააბარა, იყო სტიპენდიანტი და ძალიან ბევრ ყურადღებას ითხოვდა.
– სამართლინი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი ვარ, ვერ ვიტან აკრძალვებს. ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი თავისუფლება ჰქონდეთ ჩემს შვილებს. უფროსები ჩვენი თეატრის აქტიური სტუმრები არიან. ჩემს ქალიშვილს, ნინის, მსახიობობა უნდა. გადაწყვეტილი აქვს უკვე. თომა გაცილებით კრიტიკულია. რაღაც სცენას ამოიჩემებს და მერე სულ მაშაყირებს ხოლმე. ყველას ინდივიდუალური ხასითი აქვს, ყველა თავისებურად მიჯერებს. აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტები არიან (იცინის). საერთო არცერთს არ აქვს.
სამჯერ შექმნილი ოჯახი
„სამჯერ შევქმენი ოჯახი. თომას მამა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ აქტიურად ვმეგობრობთ თომას და-ძმასთან. ჩემი ქალიშვილი ძალიან ახლო მეგობარია თომას დის და მიაჩნიათ, რომ ისინი დები არიან. რაც შეეხება ნინის, ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვს თავის მამასთან. ნინიზე მამამისს ძალიან დიდი ამაგი აქვს. როცა ნინი გავაჩინე, 40 დღის იყო, პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშე. მამამისს მოჰყავდა თეატრში, ვაჭმევდი, შემდეგ ისევ მიჰყავდა. რომ არა ის, ნამდვილად გამიჭირდებოდა თამაში. ასევე, გამიჭირდებოდა ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება.
მესამედ ქალაქმა გორმა და გორის თეატრმა გამათხოვა. მაშინ იქ ვმუშაობდი. ერთ-ერთ მორიგ რეპეტიციაზე ჩავედი. მსახიობების დიდი ჯგუფი მიდიოდა საქეიფოდ ერთი ადამიანის ოჯახში, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული. მეც მთხოვეს, წავსულიყავი. თავს ვიკავებდი – არ ვიცნობ და რა მინდა-მეთქი. ძალით წამიყვანეს. ასე აღმოვჩნდი ჩემს შემდეგ ოჯახში, ჩემი ქმრის სახლში. მივედი სტუმრად და მერე დავრჩი (იცინის). თავიდან ვერ მივხვდი, მისგან არანაირი სიმპათია არ მიგრძნია. არც მე გამჩენია არანაირი ინტერესი. ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული, მაგრამ იმ მომენტში ინტუიციას ეძინა. არ ვიცი, როდის გაუჩნდა მას გრძნობა. ხომ იცით, მერე კაცები იტყუებიან ხოლმე, დაგინახე თუ არა, შემიყვარდიო – არ მჯერა ეგეთი რაღაცეების. ჩემთვის ჩემი მეუღლე, ერთი შეხედვით, ნამდვილი ყანწიანი ქართველი იყო (იცინის). სულ ვამბობ ყანწიან ქართველებს არ მოვწონვარ-მეთქი. რატომღაც მაშინ ასეთი შეხედულება მქონდა. ახლა არც მე ვამბობ ყანწზე უარს (იცინის). ყველაფერი იცვლება. ჩემი მეუღლე მეღვინეა. მეც ძალიან ჩართული ვარ მის საქმიანობაში. მანამდე 2-ჯერ ვიყავი ქორწინებაში. ქორწინება ჩვევაში ნამდვილად არ გადამსვლია. ზაზა ძალიან დინჯია და რაც მთავარია – ძლიერი საყრდენი. მე სულ ვამბობ, ზაზას ხასიათი რომ არა, ალბათ, მაქსიმუმ, ერთი წელი გვეცხოვრა ერთად – ძნელია ზაზას მდგომარეობიდან გამოყვანა. აი, მე კი ფიცხი ვარ. მშვიდად ნამდვილად არ ვცხოვრობთ – ჯერ იმდენი შვილები ვაჩინე... შეკრული ოჯახი ვართ – ერთი გუნდი და გვესმის ერთმანეთის“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთა ლორთქიფანძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნისიად ნაყიდი ფეხსაცმელი, ქმრის „ღალატი“ წკრიალაშვილთან და ერთადერთი შვილი - ნინო ქათამაძის პირადი
ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე
„კანონიერი ქურდი“, რომლის გულის მოგებას ადვოკატი და მოსამართლე ქალებიც ცდილობდნენ