„ვა, პელე, „ტო“... ამ ერთი ფრაზის გაგონებაზე, წარმოუდგენელია ქართული ფილმი „უძინართა მზე“ არ გაგახსენდეს. ჰოდა, სწორად „უძინართა ფილმის“ დათოზე უნდა გესაუბროთ...
იცოდით, რომ მას სამი მეუღლე და ქალიშვილი ჰყვას, რომელიც საოცრად ჰგავს მამას.
როგორც ამბობენ დათოს, „ერთი ფილმის მსახიობს“ უწოდებენ, რადგან ფილმში ექიმი ბენდელიანის შვილის დაუვიწყარი სახე შექმნა, მას შემდეგ კი კინოში აღარ უთამაშია.
რეჟისორი, თემურ ბაბლუანი, ფილმს შვიდი წლის განმავლობაში იღებდა, ის ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.
დათო ყველასთვის „რიმდარიროს“ ბიჭია, რომელიც საოპერაციოდ გამზადებულ მამასთან ერთად სიმღერას ღიღინებს.
დათო კაზიშვილი 2020 წლის 15 ოქტომბერს 51 წლის გახდა. მისი ვიზუალი დროთა განმავლობაში ისე შეიცვალა, რომ მაყურებელს ამოცნობა გაუჭირდა. ერიდება მედიასთან კომუნიკაციას, მასზე ბევრი ჭორი გავრცელდა, ისიც თქვეს ბერად აღიკვეცაო...
„თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. შემდეგ სვეტიცხოველში ვიყავი. მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქმნი. ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი.
რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კაზიშვილი.
მორჩილობა
ეკლესიაში ცხოვრებამ მიმიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე.
მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე.
მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი.
ერისკაცობა
მორჩილების შემდეგ საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და მესამედ დაოჯახდა. როგორც ცნობილია, 2019 წელს მას მესამე შვილი შეეძინა.
პირველი ქორწინებიდან 20 წლის გოგო ნიკი ჰყავს. მის პირველ მეუღლეს კი ილონა ერქვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილონა წლების წინ ამერიკაში წავიდა და შვილიც წაიყვანა. ნიკი მაშინ 3 წლის იყო.
ქალის ეს ნაბიჯი მსახიობმა შურისძიებას დაუკავშირა. მისი აზრით ასე დასაჯა ილონამ დათო, რადგან მათი ურთიერთობა ვერ შედგა.
ნიკი მას შემდეგ 2015 წელს ნახა, შვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში მიაკითხა... პატარა გოგონამ დამიძახა. მივედი, ის კი მხოლოდ მიყურებს, არაფერს მეუბნება. - მე დამიძახე-მეთქი? - ვკითხე. ბავშვს ქალი ახლდა და იმან მკითხა, - ვერ იცანი? შენი შვილიაო. ლამის ჩავიკეცე. წარმოიდგინე, შვილი ვერ ვიცანი! ნიკის დანახვა საოცრება იყო ჩემთვის. როგორც ჩანს, ემოციები ვერც მან მოთოკა და ტირილი დაიწყო. ახლა ნიკი ისევ ამერიკაში დაბრუნდა. სულ მასზე ვლოცულობ.
მეორედ დაოჯახების შემდეგ დათოს თეკლა შეეძინა.
მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თეკლას დედას დაშორდა. თეკლა მამას ძალიან ჰგავს.
„ჩემს გაცდენილ-დაკარგულ წლებს ძალიან ვნანობ. დროს უდიერად მოვექეცი. პოპულარული გავხდი, ხალხის სიყვარული მოვიპოვე და მერე უფრო დიდი წარმატების მიღწევაც შემეძლო, მე კი საამისოდ არაფერი გავაკეთე. თითქოს პოპულარობამ ამპარტავანი გამხადა. წარმოიდგინე, 5 წელი როგორი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში მომიხდა ყოფნა, მე კი ყველაფერს დაუდევრად მოვექეცი.
წარმოიდგინეთ, მაშინ მხოლოდ საქართველოდან კი არა, რუსეთიდანაც მქონდა კარგი შემოთავაზება და ამ ყველაფერზე უარი ვთქვი - ამის მიზეზი ამპარტავნებაც იყო, „ქუჩური ცხოვრებაც“ და რა ვიცი, კიდევ რა“,- იხსენებდა კაზიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ქაცარაძის უცნობი ამბები
ავადმყოფობა, „უმამობა“, „ექსტაზით სიკვდილი“, ძმასთან დაპირისპირება - მენრაბ ნინიძის პორტრეტი