მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ბავშვობიდან ცეკვავს და არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა. ის საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა.
სალომე ჭაჭუა ყვითელი პრესისთვის ერთ-ერთ ღირებული სახეა. ცნობილი მოცეკვავის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება.
🔘სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე
სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილი იყო ერთ დროს. მაგრამ ისინი დაშორდნენ და მათი დაშორების მიზეზი ბევრი ჭორის საბაბი გახდა.
სალომეს და გიგის დაშორების მიზეზად კი მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს თვლიდნენ.
იყო უამრავი ჭორები მათ შესახებ, გიგისაც აწყვილებდნენ სხვა ცნობილ გოგონებთან და ასევე, სალომეს შესახებ განსაკუთრებით მამულიჩასთან გადაღებულმა სკანდალურმა ფოტომ ბევრი აალაპარაკა მათ რომანზეც, მაგრამ, გიგი და სალომე ამ ჭორებს უარყოფდნენ.
თუმცა წყვილის ურთიერთობა მყარი ვერ აღმოჩნდა და მალევე დაშორნდნენ.
„გარეკილი მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი, მინდოდა ფსიქიატრიულში დავწოლილიყავი, - ამბობდა მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძემ „სალომე ჭაჭუასთან განშორებაზე საუბრისას.
🔘გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა
პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველაზე ცნობილ წყვილს რომანი ქონდათ. გიორგი ვარდოსანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი ქონდა,
როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ ერთმანეთის გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს, და ამტკიცებდა, რომ მათი რომანი მაშინ დაიწყო რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა.
წყვილის ურთიერთობა ქორიწნებამდეც კი მივიდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე დამთავრდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი გიორგის მექალთანეობა იყო, სალომემ კი მას ღალატი ვერ აპატია. ასევე ის, რომ სალომე მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს და ამ მიზეზით დაშორდნენ.
🔘სალომე ჭაჭუა და გიორგი გილიგაშვილი
სალომე ჭაჭუა და გიორგი გილიგაშვილის შესახებაც გავრცელდა ჭორები, თუმცა ორივე მათგანი ამ ინფორმაცია უარყოფდა.
🔘სექსუალური ადვოკატი
31 წლის ადვოკატი, თეონა ქორიძე პროექტის - „შენ შეგიძლია ცეკვა" კასტინგზე შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. ჟიურის ასეთი გადაწყვეტილება ინტერნეტსივრცეში განხილვის საგნად იქცა. პროექტს მიღმა თეონას დატოვებისთვის, ჟიურის ერთ-ერთ წევრს - სალომე ჭაჭუას „შურიანი“ უწოდეს.
„საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. მეტს ველოდი. ცეკვა რომ დავასრულე, უკმაყოფილების გრძნობა მქონდა. ძალიან მინდოდა, შემდეგ ტურში გადავსულიყავი, მაგრამ რადგან ასე შემაფასეს, ალბათ, ასე დამინახეს...“- ამბობს თეონა ქორიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
🔘სკანდალური ცეკვები და ჩაცმულობა
View this post on Instagram
უმშვენიერი მოცეკვავის სექსუალური ცეკვები, და ჩამცულობა ხშირად გამხდარა კრიტიკის და განხილვის საგანი საზოგადოების მხირდან. მაგალითად სალომე ჭაჭუამ საკუთარი სახლის ვერანდაზე, შეიძლება ითქვას, პოდიუმი მოაწყო. მან ერთიანი გამჭირვალე წინწკლებიანი ბოდე და კოლგოტი და პუჯაკი მოირგო და ეს ჩაცმულობა ვიდეოში თავის გამომწერებს “ინსტაგრამზე” აჩვენა.
View this post on Instagram
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს